მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
რენუარი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2022
თავბრუ
/სიყვარულით ჩემს დიაგნოზს/
კედლიდან ფანჯრისკენ გაქანდა
მეგობრის ნახატი:
“ვარდები”
ჩახია ფარდების “ბარხატი”…
ჭერის ორბიტაზე
ნათურა “ნეონი”
ყოფილა მეტეორი,
რომელმაც უვნებლად ჩამიქროლა…
მერე -
კონიაკის ბოთლებიდან
მოწყვიტა
კუდიანი ვარსკვლავები.
მერე -
აფრქვია და აისროლა,
თუნუქის კრატერიდან
კოკა-კოლა!
ოთახი სუეცია, ლა-მანშია,
ან სულაც ერთია -
სიტყვებით თამაშია!
და როგორც კუდს დასდევს ტერიერი,
ეგრე მატრიალებს
მენიერი.
ერთხელაც, მეცხრე დეციბალი
დამცხებს
დაინგრევა “მაინბერგი”
ან არა, ცხვირის წინ ამომივა
აისბერგი…
2022. მაისი
ნინო ქოქოსაძე
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
სუბიექტური ვარ თქვენი პოეზიისადმი რენუარ!
სუბიექტური ვარ თქვენი პოეზიისადმი რენუარ!
მუხა.
2022-05-10 20:17:51
1.
????მალე გაგივლის,მაგრამ მადლობა მას, ასეთი კარგი ლექსი დაგაწერინა
????მალე გაგივლის,მაგრამ მადლობა მას, ასეთი კარგი ლექსი დაგაწერინა
სოლე.
2022-05-10 00:04:00
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
01.05.2026 17:59:33