ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლეთიანი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2022


... და სიყვარული აფეთქებულა!..

აფეთქებულა ნუშის ყვავილი…
ღელავს ფანჯრებთან
წრფელი და ვრცელი…
აფეთქებულან გაზაფხულები,
როგორც ლექსები
ცხელი და მწეველი…
აფეთქებულან ღელვად მინდვრები…
ათას ყვავილად, ათას ღიმილად…
ყველა მითები, ყველა ზღაპრები
ათას ოცნებად, ათას კისკისად…
აფეთქებულან შენი მკლავებიც
და ჩემი ტრფობის მოუხმობს ამბორს…
გახარებულან ირგვლივ შვილები…
ჰგავს სიყვარული სიზმარს, ნაამბობს..
გახარებულა ყველა ღიმილი…
სივრცედ სიცოცხლეს ჰფენს ზეცის კიდე…
აალებულან ცეცხლებრ ვარდები…
ვაშა გაზაფხულს!.. კიდევ და კიდევ!..
აფეთქებულა ნუშის ყვავილი…
ღელავს ფანჯრებთან
ლაღად…ქებულად…
აფეთქებულან გაზაფხულები…
და სიყვარული აფეთქებულა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები