 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 6 მარტი, 2009 |
ეს არის დალილა ბედიანიძის ლექსები ახალი კრებულიდან ''ფიქრდიდობა'',რომელიც ''სიესტამ'' გამოსცა . /პრეზენტაცია გაიმართება აპრილის პირველ დეკადაში,თარიღი და ადგილი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.გაცნობებთ დამატებით/.
დალილა ბედიანიძე
მელოდია
შენი თითები ჩემს სხეულზე, როგორც ახალ გიტარაზე, უკრავენ მელოდიას, რომელიც ჩვენმა სიყვარულმა შობა, რომელიც აღარ განმეორდება. გარეთ, მავთულებზე ჩიტები სხედან, როგორც სანოტო ხაზებზე - ნოტები და შენს დაკრულ მელოდიას იმეორებენ. ქარის ფლეიტა უერთდება ჩვენს მუსიკას. მუსიკით სავსე არის ოთახი, მუსიკით სავსე არის სამყარო და ეს მუსიკა არ შეწყდება, სანამ არსებობს ჩვენი სიყვარული. ქალის სხეულს ჰგავს ეს გიტარა და სიმები - ქალის თმებია. ღვთაებრივია მელოდია,რომელსაც უკრავ და ჩემს ხსოვნაში სამუდამოდ აღიბეჭდება და როდესაც დავბერდებით და დაცხრება ჩვენი ვნებები, ამ მელოდიით გამოგიხმობ ჩემი წარსულიდან, ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა და წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე, რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან. როგორც გიტარაზე, უკრავ ჩემს ახალგაზრდა სხეულზე. ვუსმენ, ვუსმენ სიყვარულის მელოდიას გაოცებული.
- - - - - - - - - - - - - - - -- - - -
ალვის ხე
მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი, მე ვარ ალვის ხე, რომელმაც ჭერი აანგრია და მიისწრაფის ზეცისაკენ შეუზღუდავი თავისუფლებით. ფეხები მიდგას წინაპართა საფლავებში, კენწეროთი კი მზის გაღმა ვაღწევ და ჩემი ტანი სავსეა მზით და მდუღარე სისხლით. მე ვიდგები ცისა და მიწის შემაერთავად, სანამ არ მოვა ვინმე ბოროტი და შურიანი და არ დამჩეხავს ცულით, შეშად გადასაქცევად, რომ გაათბოს ცოლი და შვილი. მას არაფერი გაეგება ციურ ამბების და მისი ჭერი დაბალია და სახურავზე მზე არ ჯდება, რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს და არ მოკლას,როგორც ფასკუნჯი, მშიერი ოჯახის გამოსაკვებად. მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი, მე ვარ ალვის ხე და თუ მომჭრიან ოქროს შიბი წავა ცისკენ და ღმერთი იტყვის: '' შვილი მომიკლეს!''
პ.ს. :რაკი დალილა ინტერნეტით ვერ სარგებლობს,მე დროდადრო ვათავსებ მის ლექსებს ლიტერატურულ საიტებზე. ვერ წარმოიდგენთ,როგორ უხარია,როცა ტელეფონით ვატყობინებ, თუ ვინ როგორ გამოეხმაურა. იმედი მაქვს,არც ახლა დაიზარებთ აზრის გამოთქმას.ცხადია,კრიტიკული შეფასებებიც საინტერესოა,მაგრამ წინასწარ გიხდით ბოდიშს იმისათვის,რომ მე მხოლოდ დადებით გამოხმაურებებსა და კეთილ სურვილებს წავუკითხავ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ჩემგანაც პატივისცემა და სიყვარული დალილას პოეზიას და პიროვნებას! ჩემგანაც პატივისცემა და სიყვარული დალილას პოეზიას და პიროვნებას!
16. დალილა ბედიანიძეზე - მაბოდებდა, როგორც პოეტზე. მას შეხვედრაც კი მოვუწყვეთ თსუ-ში... ის და ცხონებული დავით მჭედლური უნდა წამოსულიყვნენ. მწერალთა სასახლეში მივაკითხეთ და... აღმოჩნდა, რომ ბ-ნი დავითი ვერ წამოვიდოდა. მაშინ დალილამ შემთხვევით გამოვლილ გია ლომაძეს სთხოვა მასთან ერთად წასვლა ამ შეხვედრზე... არაჩვეულებრივი საღამო იყო. დალილას მის სიტყვებზე დაწერილი ჩემი სიმღერა მოვასმენინე. დალილამ თავისი ორი წიგნი მისახსოვრა ავტოგრაფებით. ასე დაწვრილებით იმიტომ მოვყევი, რომ იქნებ გავახსენდე... მოკლედ ჩემი დიდი მოკითხვა და დიდი სიყვარული დალილა ბედიანიძეს! დალილა ბედიანიძეზე - მაბოდებდა, როგორც პოეტზე. მას შეხვედრაც კი მოვუწყვეთ თსუ-ში... ის და ცხონებული დავით მჭედლური უნდა წამოსულიყვნენ. მწერალთა სასახლეში მივაკითხეთ და... აღმოჩნდა, რომ ბ-ნი დავითი ვერ წამოვიდოდა. მაშინ დალილამ შემთხვევით გამოვლილ გია ლომაძეს სთხოვა მასთან ერთად წასვლა ამ შეხვედრზე... არაჩვეულებრივი საღამო იყო. დალილას მის სიტყვებზე დაწერილი ჩემი სიმღერა მოვასმენინე. დალილამ თავისი ორი წიგნი მისახსოვრა ავტოგრაფებით. ასე დაწვრილებით იმიტომ მოვყევი, რომ იქნებ გავახსენდე... მოკლედ ჩემი დიდი მოკითხვა და დიდი სიყვარული დალილა ბედიანიძეს!
15. მადლობ დავით მადლობ დავით
14. არა, ნატა, ის არის დალილა გოგია. არა, ნატა, ის არის დალილა გოგია.
13. პირველი უფრო მომეწონა :) ეს რომელი დალილლაა? "ლულუს გათხოვების ამბავი"-ს ავტორი? :D პირველი უფრო მომეწონა :) ეს რომელი დალილლაა? "ლულუს გათხოვების ამბავი"-ს ავტორი? :D
12. დალილა ჩემი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია. მადლობას ვუხდი საჯაროდ ჩემს ერთ-ერთ წიგნზე ვრცელი დადებითი წერილისათვის გაზეთ"ლიტერატურულ საქართველოში".მიყვარს ბუნებრივია მისი ლექსები.ნინო, გადაეცი ჩემგან მოკითხვა ამ ბოლო დროს იშვიათად ვხდები. 5555555555555555555 დალილა ჩემი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია. მადლობას ვუხდი საჯაროდ ჩემს ერთ-ერთ წიგნზე ვრცელი დადებითი წერილისათვის გაზეთ"ლიტერატურულ საქართველოში".მიყვარს ბუნებრივია მისი ლექსები.ნინო, გადაეცი ჩემგან მოკითხვა ამ ბოლო დროს იშვიათად ვხდები. 5555555555555555555
11. ადრე შემთხვევით წავიკითხე დალილა ბედიანიძის ერთი ლექსი რაღაც სრულიად არალიტერატურულ გაზეთში და დიდხანს დამყვებოდა ფრაზებად - ყველა შეყვარებული ლამაზია, ყველა შეყვარებული ნეტარია...
ამჯერად მეორე ლექსმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდი სიამოვნებით დავესწრები ამ წიგნის პრეზენტაციას. ადრე შემთხვევით წავიკითხე დალილა ბედიანიძის ერთი ლექსი რაღაც სრულიად არალიტერატურულ გაზეთში და დიდხანს დამყვებოდა ფრაზებად - ყველა შეყვარებული ლამაზია, ყველა შეყვარებული ნეტარია...
ამჯერად მეორე ლექსმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდი სიამოვნებით დავესწრები ამ წიგნის პრეზენტაციას.
10. აქ საერთოდ პირველად შემოვედი. დალილა ბედიანიძის შემოქმედებასაც არ ვიცნობდი. ორივე ლექსი ძალიან მომეწონა. ფორმითაც და განწყობითაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მეორე ლექსის მხატვრული ქსოვილი უფრო ორიგინალურია, ჩემი აზრით. პოეტი-ალვის ხე, ცისკენ, მშვენიერებისკენ რომ ისწრფვის და ყოველდღიური მიწიერება კი არ აძლევს საშველს... გმადლობთ. :) აქ საერთოდ პირველად შემოვედი. დალილა ბედიანიძის შემოქმედებასაც არ ვიცნობდი. ორივე ლექსი ძალიან მომეწონა. ფორმითაც და განწყობითაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მეორე ლექსის მხატვრული ქსოვილი უფრო ორიგინალურია, ჩემი აზრით. პოეტი-ალვის ხე, ცისკენ, მშვენიერებისკენ რომ ისწრფვის და ყოველდღიური მიწიერება კი არ აძლევს საშველს... გმადლობთ. :)
9. მომწონს :)555 მომწონს :)555
8. ლალის მინდა ვუთხრა:არადა,ისეთ დროში ვცხოვრობთ კარგო,არ უნდა ხდებოდეს ასე,რომ წლობით თუ არა,თვეობით გესმოდეს ავტორის სახელი და ნაწარმოებმა ვერ მოაღწიოს შენამდე,მაგრამ,სამწუხაროდ ასეც ხდება ხოლმე.მეც იგივე დამემართა... მადლობა ლექსის "დამწურავსაც და მომტანსაც"! :) ლალის მინდა ვუთხრა:არადა,ისეთ დროში ვცხოვრობთ კარგო,არ უნდა ხდებოდეს ასე,რომ წლობით თუ არა,თვეობით გესმოდეს ავტორის სახელი და ნაწარმოებმა ვერ მოაღწიოს შენამდე,მაგრამ,სამწუხაროდ ასეც ხდება ხოლმე.მეც იგივე დამემართა... მადლობა ლექსის "დამწურავსაც და მომტანსაც"! :)
7. ორივე ლექსი ახლოს მოვიდა და მაინც პირველი განსაკუთრებით...
წიგნის პრეზენტაციაზე აუცილებლად მოვალ...:) ორივე ლექსი ახლოს მოვიდა და მაინც პირველი განსაკუთრებით...
წიგნის პრეზენტაციაზე აუცილებლად მოვალ...:)
6. გაიხარე დებორა, მიყვარს როდესაც ადამიანები (განსაკუთრებით პოეტები) ასეთი ყურადღებიანები არიან ერთმანეთის (განსაკუთრებით ერთმანეთის ნაწარმოებების )მიმართ. დალილას ლექსები ყოველთვის მომწონდა და ვკითხულობ. გაიხარე დებორა, მიყვარს როდესაც ადამიანები (განსაკუთრებით პოეტები) ასეთი ყურადღებიანები არიან ერთმანეთის (განსაკუთრებით ერთმანეთის ნაწარმოებების )მიმართ. დალილას ლექსები ყოველთვის მომწონდა და ვკითხულობ.
5. დალილა მშვენიერი პოეტია. დალილა მშვენიერი პოეტია.
4. საინტერესო იყო. არც მე შემოვდივარ-ხოლმე აქ, სხვისი ლექსების შეფასება რომ მიწევს, მაგრამ თქვენი კომენტარი რომ ვნახე, დავინტერესდი. აქამდე არც მე მქონდა წაკითხული მისი ლექსები.
ვულოცავ ქალბატონს ახალ კრებულს! საინტერესო იყო. არც მე შემოვდივარ-ხოლმე აქ, სხვისი ლექსების შეფასება რომ მიწევს, მაგრამ თქვენი კომენტარი რომ ვნახე, დავინტერესდი. აქამდე არც მე მქონდა წაკითხული მისი ლექსები.
ვულოცავ ქალბატონს ახალ კრებულს!
3. ადრეც დავწერე.დალილას არ ვიცნობ,არანაირი შეხება არ მქონია ამ ადამიანთან.უბრალოდ ხდება ისე,რომ სრულიდ განსხვავებული ასაკის,გემოვნების და ''სასტავის'' ცნობილ ლიტერატორებთან,როცა მიკითხავს ვინაა კარგი პოეტი ქალი ყველა ახსენებს მას და ჩიტიაშვილს. სხვებსაც.მაგრამ ამ ორს ყველა. ''დაჯე ''როგორ ვთქვა მათი ''ნედრუგებიც''.მაპატიეთ სლენგისთვის. როცა შენი ოპონენტი,თუ საწინააღმდეგო აზრზე მყოფი თუ რა ვიცი რა ვტქვა, სხვასთან პრივატულ საუბარშიც კი ადასტურებს შენი შემოქმედების სიკარგეს. რა ვიცი,ალბათ ესაა უმაღლესი შეფასება. შეგიძლიათ გადაცეთ ეს დალილას. :) მისი ლექსების გაცნობისთვის კი დიდი მადლობა. ვცდილობ,არ შემოვიდე ხოლმე ამ გვერდზე მაგრამ აუცილებლად ჩავთვალე Mეთქვა ეს. ადრეც დავწერე.დალილას არ ვიცნობ,არანაირი შეხება არ მქონია ამ ადამიანთან.უბრალოდ ხდება ისე,რომ სრულიდ განსხვავებული ასაკის,გემოვნების და ``სასტავის`` ცნობილ ლიტერატორებთან,როცა მიკითხავს ვინაა კარგი პოეტი ქალი ყველა ახსენებს მას და ჩიტიაშვილს. სხვებსაც.მაგრამ ამ ორს ყველა. ``დაჯე ``როგორ ვთქვა მათი ``ნედრუგებიც``.მაპატიეთ სლენგისთვის. როცა შენი ოპონენტი,თუ საწინააღმდეგო აზრზე მყოფი თუ რა ვიცი რა ვტქვა, სხვასთან პრივატულ საუბარშიც კი ადასტურებს შენი შემოქმედების სიკარგეს. რა ვიცი,ალბათ ესაა უმაღლესი შეფასება. შეგიძლიათ გადაცეთ ეს დალილას. :) მისი ლექსების გაცნობისთვის კი დიდი მადლობა. ვცდილობ,არ შემოვიდე ხოლმე ამ გვერდზე მაგრამ აუცილებლად ჩავთვალე Mეთქვა ეს.
2. არაჩვეულებრივია... ძალიან, ძალიან მიყვარს დალილა ბედიანიძე...
სანამ არ მოვა ვინმე ბოროტი და შურიანი და არ დამჩეხავს ცულით, შეშად გადასაქცევად, რომ გაათბოს ცოლი და შვილი. მას არაფერი გაეგება ციურ ამბების და მისი ჭერი დაბალია და სახურავზე მზე არ ჯდება, რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს და არ მოკლას,როგორც ფასკუნჯი, მშიერი ოჯახის გამოსაკვებად.
"ფიქრდიდობა" გაყიდვაში როცა იქნება, თუ აქ განათავსებთ, ძალიან დამავალებთ... არაჩვეულებრივია... ძალიან, ძალიან მიყვარს დალილა ბედიანიძე...
სანამ არ მოვა ვინმე ბოროტი და შურიანი და არ დამჩეხავს ცულით, შეშად გადასაქცევად, რომ გაათბოს ცოლი და შვილი. მას არაფერი გაეგება ციურ ამბების და მისი ჭერი დაბალია და სახურავზე მზე არ ჯდება, რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს და არ მოკლას,როგორც ფასკუნჯი, მშიერი ოჯახის გამოსაკვებად.
"ფიქრდიდობა" გაყიდვაში როცა იქნება, თუ აქ განათავსებთ, ძალიან დამავალებთ...
1. მოკითხვა დალილას :) მიყვარს მისი ლექსები :) მოკითხვა დალილას :) მიყვარს მისი ლექსები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|