ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემილი1999
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მაისი, 2022


ლაბირინთი

ბელეტაჟიდან ან ბუდუარიდან, სულერთია
უყურებ ხალხის იმიტაციას,
თუ, როგორ აითვისეს აისბერგის მდგომარეობა, მათ სახეებზე.
სცენარს დგამენ და ამ სცენარში თავს იღუპავენ,
სულს, სადღაც სხეულის თამაშით კარგავენ.
აქ, ყოველ დილით, გემასთან კაცი დგას,
ანიმალისტი, ქოლგით ხელში, როდესაც არ წვიმს
მისი ხელები წითელია, უბრალოდ არა
ეს ჭრილობაა, სახელად ვერნისაჟი.
ბოცმანი მოკვდა, კაპიტნის გარეშე, ტალღებთან ბრძოლაში,
მეხსიერებას შემორჩა ეს დრო და თარიღი,
ამნეზია კი დესპოტია, როგორც ყოველთვის,
და ეს მოხუციც, უმიზეზოდ დადის თავისთვის.
ისმის დულცინეა, ირგვლივ პათოსური სუნი ასდის ყოველივეს,
ბანალური და სენტიმენტალურია აქ ყველაფერი.
ლაბირინთიდან გასვლას ცდილობ და გახსენდება
რომ გასასვლელი, აღარსად არის, თვითონ ჩაკეტე.

მ.დ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები