ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2022


ტანგო


ხელი ხელს ხვდება და ტანგო ნელი,

მიმაფრიალებს ფარფატა კაბით.
სიმებად ასხმულ ცვარნამ წამწამზე,
ორი გიშერი მიმზერდა მალვით.
მე კი ვცეკვავდი. ცელქობდა ცაში
მზისფერი სხივი, ელვარე ქარვის.
შენს ძლიერ მკლავებს წელზე მოხვეულს,
მაღლა ღრუბლებთან ავყავდი მაშინ
და თმები ჭრელი ცისარტყელები,
იყო ევროსი ალისფერ კვამლში.
სიმებად ასხმულ ცვარნამ წამწამზე
ორი გიშერი მიმზერდა მალვით
 
 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები