როცა ვსტუმრობ ქუთაისს, (თუმც სტუმარი არა ვარ)... ქუთაისშიც მივყვები სიყვარულის ქარავანს.
მიყვარს მისი სურნელი, წყალი მისვამს რიონის... და მიქია ლექსებით ნიჭი გალაკტიონის.
მოწამეთას მიწაზე მართალს ვამბობ ყველასთან, მათ მამულიშვილობას ვლოცავ წყალწითელასთან.
დგას ბაგრატი ამაყად, სიამაყით ვივსები, ჩვენი ისტორიაა, წარმოჩენა ღირსების.
მოკრძალებით შევდივარ მე - გელათის ტაძარშიც, დიდი ქართველების და ღვთის წყალობით გადავრჩით.
გაუმარჯოს ქუთაისს, დედასავით ერთია... ქუთაისი - ამქვეყნად ჩემი დედულეთია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|