 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 22 ივნისი, 2022 |
რაზე უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს, როცა სრულად იცლებიან სიტყვები, მცდელობები უფრო მეტად თელავენ, იმ ყველაფერს, რასაც ჩვენში ვიტევდით.
ზღვაზე ღრმაა უკვე ჩემი თვალები, გზა შენამდე - ჰორიზონტზე ვრცელი, ჩუმად ვსუნთქავ, რომ გავიგო გალობა, ცის ღაწვებზე მარადიულ ცრემლის.
ისევ კრთება ცაზე ელვა, იქუხებს, მე კი მრჩება ცარიელი სიტყვები, ვმალავ თვალებს და მის ირგვლივ სიმუქეს, რომლის მიღმაც კვლავ თავიდან იწყები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|