მარტო ვარ ახლა და მხოლოდ ფიქრი, თავს დამტრიალებს, როგორც დობილი, ნი ოცნებებში ქარივით მივქრი, ფეხდაფეხ მომდევს დაუნდობელი
ბედი, როგორ ჰგავს ახლა მორიელს, მე არ შემდგარი ის ოსტატი ვარ და გულისცემას მელანქოლიურს, რამდენი დარდის უწევს დატევა...
მოდის აპრილი, ველი ცვლილებას, ძლივს გადავურჩი იმედს ჩამოშლილს, ჩვენ უნდა მოვკვდეთ აუცილებლად, რომ მერე აღვდგეთ სხვა სამყაროში.
მე უკვე სხვა ვარ, ვერაფერს ვიგებ, ველი ბედისგან შარის მოდებას, ქარაფთან მდგარი ხალხს უმზერს იგი და მხოლოდ ნის არ ემშვიდობება.
დანტე დარდიანი 02/04/2022
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა, მარტო მყოფი დარდიანი ,დანტე დარდიანი. მომეწონა, მარტო მყოფი დარდიანი ,დანტე დარდიანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|