ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2022


თავის მართლება

მოლურჯო ნისლი დაეშვა ციდან,
ნი მიმატოვეს მგონია მთებმაც,
"არაფერია, გზად გამიწვიმდა..."
(სველი თვალების თავის მართლება).

მარტო გზას მე ხომ ვეღარ გავიგნებ,
გაშმაგდა ქარი, როგორც იაბო,
როგორც არასდროს გავურბი ფიქრებს,
დღეს მაინც შენზე რომ არ მიამბონ.

ნი გადავმალავ ღიმილით სევდას,
მიკვდება ჩემში ღმერთის ნაწილი,
დადუმდა ქარიც, ვინ გაახსენდა?!
ამოიოხრა ბერიკაცივით.

ფრთებს რაღა ვუყო, ბეჭებზე შეჭრილს,
თავს კვლავ ვაჯერებ, გამიყუჩდები,
ნი ისევ მარტო, ერთმანეთს შევრჩით,
მე და ქალაქის ძველი ქუჩები.

დალახვროს ღმერთმა, არც მეწერება,
ვერც სასმელს იღებს ჩაშლილი ღვიძლი,
ნი მთვარე დადის ფეხის წვერებზე,
მძინარე მზე რომ არ გააღვიძოს.

შორს ვარსკვლავები ჩაიცინებენ,
ჩემი ამბავი უამბეს მთებმა,
აღარ დამთავრდა ნი ეს წვიმები,
(ესეც მორიგი თავის მართლება...)

დანტე დარდიანი      08/08/2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები