შენ ისეთი ლამაზი ხარ, წლების წინ რომ იყავი... მე კი მანდილოსნებისგან მუდამ გაურიყავი.
კვლავ ანათებ მზის შუქივით, მე კი მწვავენ ალები, მომანათე შვლის ნუკრივით მომნუსხველი თვალები.
გამინათე არემარე, გზები ძნელად სავალი, გამიღიმე, გამახარე, კოლხთა შთამომავალი.
მწამს: გიზიდავს პოეზია ჩემი ანდამატივით, თუმც ამქვეყნად ლექსის წერა სულ არ არის მარტივი.
მახსენდება: ჩვენი სკოლის წლები... გაკვეთილები, ერთურთს გულში რომ ვიკრავდით სიყვარულის შვილები.
კვლავ ისეთი ლამაზი ხარ, იმ დროში რომ იყავ და... შენი წყნარი ხმა, ღიმილი, გამოხედვაც მიყვარდა.
დაგილოცავ სილამაზეს, ჩემი ლექსის პწკარებით... მსურს: გზებს დიდხანს გინათებდეს შენი ცის ვარსკვლავები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|