ემილი დიკინსონი - თვალს ვეღარ მოკრავთ ზიზილას ახლა (28)
თვალს ვეღარ მოკრავთ ზიზილას ახლა, გახუნდა არე, მინდორი, ტევრი... ფეხის აკრეფით ისიც იქ გასხლტა - ედემში - სადაც გამსხლტარა ბევრი.
დღის წარმავალმა ნაკადმა ღრუბლებს მიმოასხურა ყირმიზი ფერი - დაიყვავილეს - წარხდნენ - გაქუსლეს, თქვენც დაიმკვიდრეთ სავანე ღმერთის?
13 აგვისტო, 2022 წ.
Emily Dickinson - So has a Daisy vanished (28)
So has a Daisy vanished From the fields today — So tiptoed many a slipper To Paradise away —
Oozed so in crimson bubbles Day's departing tide — Blooming — tripping — flowing Are ye then with God?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|