ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 აგვისტო, 2022


Emily Dickinson - If you were coming in the fall (511)

ემილი დიკინსონი - შემოდგომისას თუ მოხვალ (511)

შემოდგომისას თუ მოხვალ,
ზაფხულს მოვუქნევ ბუზსაკლავს,
ღიმს ზიზღს გავურევ და ოხვრას,
როგორც ქალი კლავს ბუზანკალს.

თუ მოხვალ ერთი წლის შემდეგ,
თვეებს მორგვებად დავართავ,
ცალ-ცალკე უჯრებში შევდებ  -
აღარ ავირევ სათვალავს.

ათასწლობითაც კი შევძლებ
შენს ლოდინს, ვერ შეგელევი,
ვიდრე დამარხავს ჩემს მტევნებს
შორს ვან-დიმენის ხმელეთი.

თუ განგმირულნი მოისრით
ერთად ვიქნებით შემდეგშიც,
სიცოცხლეს, ვით ქერქს მოვისვრი -
მარადისობას შევხვდები!

როდემდე უნდა გაგრძელდეს
ეს უშენობა, ოჰ, ნეტავ,
ავსულ ბზიკივით მახელებს -
თვალუხილავად რომ ნესტრავს.

17 აგვისტო, 2022 წ.

ვან-დიმენი - კუნძულ ტასმანიის ძველი სახელი


Emily Dickinson - If you were coming in the fall
(511)

If you were coming in the Fall,
I'd brush the Summer by
With half a smile, and half a spurn,
As Housewives do, a Fly.

If I could see you in a year,
I'd wind the months in balls —
And put them each in separate Drawers,
For fear the numbers fuse —

If only Centuries, delayed,
I'd count them on my Hand,
Subtracting, til my fingers dropped
Into Van Dieman's Land,

If certain, when this life was out —
That yours and mine, should be
I'd toss it yonder, like a Rind,
And take Eternity —

But, now, uncertain of the length
Of this, that is between,
It goads me, like the Goblin Bee —
That will not state — its sting.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები