ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2022


ჩემო ფრესკის ანგელოზო

ჩემო ფრესკის ანგელოზო, -
ანგელოზო ყინწვისის,
ემაგ ფრთები დაგელოცოს,
მადლი შენი სიწმინდის.

მსურს ყოველთვის ჩემთან იყო,
დავამარცხო აფთრები,
ცხოვრებისგან არ გამრიყო,
დამიფარე მაგ ფრთებით.

გამიხარე ბეჩავს გული,
მიწყალობე წყალობა,
გულში მუდამ სიყვარულის
ჩამესმოდეს გალობა.

ჩემო ფრესკის ანგელოზო, -
ანგელოზო ყინწვისის,
არასოდეს განმეშორო,
გმოსავს მადლი სიწმინდის.

ჩემს მფარველად მიმაჩნიხარ,
ვარ მამულზე მლოცველი,
სათქმელთანაც გულწრფელი და
ჩემი მიწის მკოცნელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები