| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 6 ოქტომბერი, 2022 |
"მთები და გზები და ლურჯი ყანები". ინოლა გურგულიას სიმღერიდან.
" აი, ეს არის ჯომოლუნგმა, თქვა მზემ... " ნოდარ დუმბაძე "თეთრი ბაირაღები".
" მეფეებივით ფიქრობენ მთები". ოთარ ჭილაძე
ჩემს მკლავებზე ალბათ, კვერცხი შეიწვება, დეტალი — მეხსიერების მიღმა. " წამიყვანე მზეო", ნოდარი მახსენდება. ჰო, წამიყვანა, წამიყვანა და დამსაჯა. თვალს წყალი დავალევინე. სავალი, თითქოს რომანი მრავალწიგნეული, სწორ-დაფერდებული, თითქოს ხელებით გექაჩება მძიმედ, სხეული იჭიმება, დასხლტომას ცდილობ, გაურბი მცირედ, მოგდევს ჯიუტად, მოგდევს, გეწევა, გაკავებს მაინც. ხშირდება სუნთქვა, ხელდება სისხლი დაუდეგარი, ცდილობს გული გაგლეჯვას მკერდის, ფართქალებს, ვით თევზი მოუხელთებელი, უძლურია, ყუჩდება ისევ. რიგი გაჭიმულა, ვით ქარავანი უდაბნოში, გექაჩება ფერდობი, უძალიანდები, მიიწევ ურჩად. აგერ, ახლოვდება მწვერვალი მთავარი, უჩინარია მაინც. სხეული იჭიმება, იჭიმება, ასავლელია მანძილი, თუნდაც მცირედი კიდევ, არც ყანებია ლურჯი, არც საქანელა მიგვაქანებს საითმე. სავალზე — მთანი შემხვედრნი: გოლიათურნი, მძლავრი იერის, ლურჯ-ნაცრისფერნი, თვალს რომ წარიტაცებენ, თავს მახსენებს ოთარი: "მეფეებივით ფიქრობენ მთები". ჰო, წამომართულან სახით მეფური, აგერ, მწვერვალი ტეხილგვირგვინოსანი. მწვერვალნი: რჩეულიშვილად, ასათიანად, თიკანაძედ წოდებულნი. ჩაჩუმდნენ უცაბედად გულნი სამთა, ჩაწყდნენ ძაფები მოირათა, თუმც რა შეწყვეტს ამ გულთა ფეთქვას, მკვიდრს ყველა დროის, ყველა ეპოქის. იყო "შხარა", თითქოს მკაცრი სამკვიდროსავით, დაუნდობელი, ჭლექი — უგულო, შეუბრალებელი, პოსეიდონ — მძვინვარე, ველური, მაგრამ მეხსიერება, ვით მკურნალი, თავს ევლება, საწუთროს უხანგრძლივებს. ჰო, მწვერვალთ მიეკუთვნა გვარნი მათნი, გაცხადდა რითაც კიდევ მეტად სიდიადე წელნაკლულთა. არაა "ჯომოლუნგმა" , ეს "მუხაძეა", იგია "დასაპყრობი", მიაკუთვნეს გვარი მწვერვალს, ალბათ, რისამე გამო. "მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე, მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა". ჰო, ვაჟა, ჯარისკაცი უფლის, იყო ღმერთთან მოსაუბრე. გულში არ მიხუტებს ბინადარი ზეცის, ვით ნაკაშიძეს. მისვენია მზე, იგია ლამაზი, თბილი ზოგჯერ, ხანაც — მტანჯველი, მაინც დიდებული, მზე — უფალი. მისვენია, ალად მინთია მკლავებზე, იმ წუთას შეუგრძნობი. სიმაღლიდან — ჭიუხი, ფართოდ გაშლილი, მკაცრი იერის, კაცნო, გვერიდეთო, თითქოს აფრთხილებენ სულიერთ. ლურჯ-ნაცრისფერი მთები დარაჯებად მომდგარან ირგვლივ, მაინც ხერხდება შეღწევა მათ სამფლობელოში. განა მარტო მთამსვლელთ, ძალუძთ სხვათაც მისწვდნენ მშვენიერებას, თუნდაც მკაცრს, რათა აალდეს სხეული შედევრით ღმერთის. ტოვებ ფურცელზე სახელს საკუთარს, რომ ფეხი დადგი აქ, ჯადოსნურ სივრცეს გონების ფირი ინახავს.
2022/IX
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჰოდა, თუ შესახედავია, დაუწერეთ ქულები ურაკელებო და მოახვედრეთ თავფურცელზე ეს "მთები". ჰოდა, თუ შესახედავია, დაუწერეთ ქულები ურაკელებო და მოახვედრეთ თავფურცელზე ეს "მთები".
2. 1963-ში "შხარაზე" ავიდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტდამთავრებული გურამ თიკანაძე და რომ ჩამოდიოდა, მწვერვალის ნაპრალში პალო ჩაასო, თოკი ჩამოკიდა და ასე, ჩამოსვლის დროს უცბად, პალო ნაპრალიდან ამოვარდა და დაიღუპა, გურამ რჩეულიშვილი, ლიტერატურული მიმდინარეობა სენტიმენტალიზმის წარმომადგენელი, პროზაიკოსი და პოეტი, ცნობილია, როგორც დაიღუპა გაგრაში 1960-ში და ლადოს თემაც ნაცნობია. ყაზბეგში, ჭიუხებში, მწვერვალებია: "თიკანაძე" , "რჩეულიშვილი" , "ლადო ასათიანი" , "ვაჟა-ფშაველა" . მწვერვალ "ლადო ასათიანს" 1977 წლამდე "ჩრდილოეთის ჭიუხი" ერქვა, იქ რამდენჯერმე ავიდნენ, 1932 წელს ინგლისელი იულია კამერონი ავიდა, რომელსაც გამყოლი-მეგზური მოხევე ნიკო ქირიკაშვილი ახლდა, შემდეგ 1935-ში ვლადივასტოკელები, ვინმე ზოლოტარიოვი და ანტონოვიჩი ავიდნენ, 1939-ში ამ მწვერვალს ალპინისტური ბანაკის "დევდორაკის" ინსტრუქტორები: ვანო ხაიკაშვილი, ვანო გალუსტოვი და გალია კოზლოვა ესტუმრნენ, 1943-ში ჭიუხებში მდებარე თექვსმეტი მწვერვალიდან ექვსზე ავიდა ალპური ბანაკი მთამსვლელ ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. 1977-ში ალპინისტთა ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართული ჯგუფი ავიდა, ჯგუფის წევრები იყვნენ: კაპიტანი შოთა მირიანაშვილი, ოთარ რაზმაძე, გიორგი აბაშიძე, ვინმე გაბისიანი, ვინმე დანგაძე და სხვები, რომელთაც მეორე ადგილი მოიპოვეს, მაგრამ ამბობენ რომ პირველი ადგილიც ეკუთვნოდათ მათ, მაგრამ დაჩაგრეს იმ საბჭოთა პერიოდში, ვინაიდან ოცდაათი მსაჯიდან ოცდაექვსი რუსი იყოო. ამ ასვლის დროს შესრულდა ლადო ასათიანის სამოცი წლის იუბილე და ამის გამო ჩვენმა ალპინისტებმა მწვერვალს "ლადო ასათიანი" უწოდეს. ზოგადად იმ ჭიუხებში 1994 წლის შემდეგ მწვერვალ "ვაჟა-ფშაველაზე" სისტემატიურად ადიან, 2015-შიც "ვაჟა-ფშაველაზე" ავიდნენ, როგორც მახსოვს და მერე დაგეგმეს რომ რადგან 2017- ში ლადო ასათიანის ასი წლის იუბილეა, ამ დღესთან დაკავშირებით 2017-ში ლადოს მწვერვალზე ავიდეთო და სწორედ ამ წელს, 25 აგვისტოს მწვერვალ "რჩეულიშვილიდან" რომ ჩამოვიდნენ, ამინდი გაუარესდა, აცივდა, იმ ღამეს ბანაკი ლადოს მწვერვალის ძირში, ზღვის დონიდან სამიათას მეტრზე გაშალეს და გადაწყვიტეს რომ მეორე დღეს ოცკაციანი ჯგუფის ათ-ათად დაყოფით ასულიყვნენ. ერთი ათკაციანი ჯგუფი გამოყვეს, რომლის შემადგენლობაშიც ვინმე მაღრაძე, ვინმე გელიტაშვილი, ვინმე მარიამი და სხვები იყვნენ. მწვერვალზე შუადღის ორი საათისათვის ავიდნენ და ერთმანეთს ლადოს იუბილე იქ მიულოცეს, საღამოს კი ლადოს პოეზიის საღამო გავმართეთ და დაღლილობა სრულიად მოგვეხსნაო.
ამას დუშეთის რაიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი ბაბუა ალუდაური იხსენებს. 1963-ში "შხარაზე" ავიდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტდამთავრებული გურამ თიკანაძე და რომ ჩამოდიოდა, მწვერვალის ნაპრალში პალო ჩაასო, თოკი ჩამოკიდა და ასე, ჩამოსვლის დროს უცბად, პალო ნაპრალიდან ამოვარდა და დაიღუპა, გურამ რჩეულიშვილი, ლიტერატურული მიმდინარეობა სენტიმენტალიზმის წარმომადგენელი, პროზაიკოსი და პოეტი, ცნობილია, როგორც დაიღუპა გაგრაში 1960-ში და ლადოს თემაც ნაცნობია. ყაზბეგში, ჭიუხებში, მწვერვალებია: "თიკანაძე" , "რჩეულიშვილი" , "ლადო ასათიანი" , "ვაჟა-ფშაველა" . მწვერვალ "ლადო ასათიანს" 1977 წლამდე "ჩრდილოეთის ჭიუხი" ერქვა, იქ რამდენჯერმე ავიდნენ, 1932 წელს ინგლისელი იულია კამერონი ავიდა, რომელსაც გამყოლი-მეგზური მოხევე ნიკო ქირიკაშვილი ახლდა, შემდეგ 1935-ში ვლადივასტოკელები, ვინმე ზოლოტარიოვი და ანტონოვიჩი ავიდნენ, 1939-ში ამ მწვერვალს ალპინისტური ბანაკის "დევდორაკის" ინსტრუქტორები: ვანო ხაიკაშვილი, ვანო გალუსტოვი და გალია კოზლოვა ესტუმრნენ, 1943-ში ჭიუხებში მდებარე თექვსმეტი მწვერვალიდან ექვსზე ავიდა ალპური ბანაკი მთამსვლელ ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. 1977-ში ალპინისტთა ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართული ჯგუფი ავიდა, ჯგუფის წევრები იყვნენ: კაპიტანი შოთა მირიანაშვილი, ოთარ რაზმაძე, გიორგი აბაშიძე, ვინმე გაბისიანი, ვინმე დანგაძე და სხვები, რომელთაც მეორე ადგილი მოიპოვეს, მაგრამ ამბობენ რომ პირველი ადგილიც ეკუთვნოდათ მათ, მაგრამ დაჩაგრეს იმ საბჭოთა პერიოდში, ვინაიდან ოცდაათი მსაჯიდან ოცდაექვსი რუსი იყოო. ამ ასვლის დროს შესრულდა ლადო ასათიანის სამოცი წლის იუბილე და ამის გამო ჩვენმა ალპინისტებმა მწვერვალს "ლადო ასათიანი" უწოდეს. ზოგადად იმ ჭიუხებში 1994 წლის შემდეგ მწვერვალ "ვაჟა-ფშაველაზე" სისტემატიურად ადიან, 2015-შიც "ვაჟა-ფშაველაზე" ავიდნენ, როგორც მახსოვს და მერე დაგეგმეს რომ რადგან 2017- ში ლადო ასათიანის ასი წლის იუბილეა, ამ დღესთან დაკავშირებით 2017-ში ლადოს მწვერვალზე ავიდეთო და სწორედ ამ წელს, 25 აგვისტოს მწვერვალ "რჩეულიშვილიდან" რომ ჩამოვიდნენ, ამინდი გაუარესდა, აცივდა, იმ ღამეს ბანაკი ლადოს მწვერვალის ძირში, ზღვის დონიდან სამიათას მეტრზე გაშალეს და გადაწყვიტეს რომ მეორე დღეს ოცკაციანი ჯგუფის ათ-ათად დაყოფით ასულიყვნენ. ერთი ათკაციანი ჯგუფი გამოყვეს, რომლის შემადგენლობაშიც ვინმე მაღრაძე, ვინმე გელიტაშვილი, ვინმე მარიამი და სხვები იყვნენ. მწვერვალზე შუადღის ორი საათისათვის ავიდნენ და ერთმანეთს ლადოს იუბილე იქ მიულოცეს, საღამოს კი ლადოს პოეზიის საღამო გავმართეთ და დაღლილობა სრულიად მოგვეხსნაო.
ამას დუშეთის რაიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი ბაბუა ალუდაური იხსენებს.
1. საუკეთესო ნაწარმოებია . "მეფეებივით ფიქრობენ მთები" და რაინდებს იტაცებენ. დაუნდობელი მთები. საუკეთესო ნაწარმოებია . "მეფეებივით ფიქრობენ მთები" და რაინდებს იტაცებენ. დაუნდობელი მთები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|