ავტორი: კობა_ბ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 ოქტომბერი, 2022
სადაც ზარებია
ქვის სამტეხლოში ნაჩუქურთმალი სამრეკლოს ყელის თუჯის ენიდან მოზანზარებდნენ ზართა ზრიალით ხმანი ზენარის განსაზავებლად შენაცოდების და ამ ხმაზე კრთოდნენ ცოდვები მათთვის, ვისაც სულის თეთრ ტილოზე დაწერილი ჰქონდათ ლოცვები შავით თეთრზე, როგორც სამრეკლოს ქვების ზუსტი წყობა.