ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2022


ეს ტარაკანა არ კვდება

    კიდევ ერთხელ შევალ შიგნით და შემდეგ რამეს მოვიფიქრებ; საერთოდ ამოვქოლავ ამ საშინელ კარებს ისე რო იქაური სიცივე შიგნით ჩარჩეს და ჩაკვდეს.
    შევალ და მისკენ საერთოდ არ გავიხედავ, მოვიქცევი ისე თითქოს საერთოდ არარსებობდეს... მაგრამ მის გარდა არავინ და არაფერი არსებობს.
    აიზბერგში ჩაყინული თოლიასავითაა;
    ფეხსაცმელში ჩავარდნილი ეკალია, მაშინ როცა ფეხსაცმლის ამოსუფთავებისთვის შეუსაბამო ადგილას ხარ.
    გოეთესთვის „ფაუსტია“, ქრისტესთვის კი ჯვარი;
    როკვარსკვლავისთვის ოცდამეშვიდე წელი;
    ფარდულში დამტვერილი სახრჩობელასავითაა;
    შტეფან ცვაგისთვის ჭიქით სავსე საწამლავია, პოსთვის კი, ცარიელი სკამია დანისნულ ტყეში.
    მაგრამ ჩემთვის...
    შევდივარ და უხერხული სიჩუმის გასაფანტად სწრაფადვე ვეუბნები, ზამთრის ხეებივით უსიცოცხლო და გამოფიტული ხარ მეთქი, რომელიც გამოდარებას ელოდება. მაგრამ აქ არასდროს გამოიდარებს.
    ორ მეტრიანი ტარაკანა ისეა მოკუნტული ლოგინზე, თითქოს მე ვიყო მონსტრი და ის უბრალოდ შეშინებული ბიჭი.
    ისეა როგორც ეგზისცენტრიალურ კრიზისში თავით გადაშვებული თინეიჯერი.
    გარშემო ყველაფერს სვრის თავისი ცხიმიანი კანით. ლოგინი მთლიანად ჩაალპო ამ ცხიმმა; ზედ სხვა რომელი თავმოყვარე ტარაკანა დაწვებოდა არც კი ვიცი.
- ღმერთი... - ამბობს თავისი გამყინავი ხმით. თუ გვამი ოდესმე ენას ამოიდგამდა ზუსტად ასეთი ხმის ტემბრი ექნებოდა.
- ღღღმერთი... - კიდევ ერთხელ იმეორებს და მხოლოდ ნახველის ამოფურთხების შემდეგ განაგრძობს - ღმერთი ცუდია. შეიძლება უყვარს თავისი ცოლი, საკუთარი მეგობრები, მაგრამ რას გრძნობს ჩვენს მიმართ?!
თავის შეშლილ თვალებს მაშტერებს და ძლიერად ვგრძნობ ის სადღაც ჩემში... ძალიან ჩემში იყურება.
- ღმერთი არაფერს გრძნობს ჩვენს მიმართ, ისევე როგორც არაფერს გრძნობს ლაბურატორიის კაცი ექსპერიმენტისთვის გამზადებული ვირთხების მიმართ.
ზოგჯერ, როცა ის მარტო რჩება თავის თავთან და ჩვენთან, ორ მეტრიან ტარაკნებს ქმნის მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით, ეს მისთვის იგივე პროცედურაა, რაც ჩვენთვის მოწყენილობისგან ფურცელზე ჯღაპვნა.
და იქნებ რასაც ფურცელზე ვჯღაპნით, სადღაც, სხვა სამყაროში სულს იძენს?! ფიქრობს, უყვარდება, ტკივა და კვდება?!
    ბუნების სისტემის ანომალია.

      ღღღმერთი... მისთვის არაფერი ხარ, იმდენად არაფერი, რომ არც კი არსებობ.

    მისი კანი უარესად იხორკლება ყოველი ჩასუნთქვისას.

- თუ მარცხენა ფილტვში იგრძნობ ხორცის მავნე წამონაზარდს მისი იმედი არ გქონდეს.

როცა შენი ცხოვრება გაფერმკრთალდება და დაავადების ყველაზე რთულ სტადიაში პირიდან დაიწყებ განავალის ამოღებას, ის კონცენტრირებული სამყაროს სულ სხვა უბნებზე იქნება, რადგან უზენაესი ბალანსი, რაც დროს, სივრცეს და მატერიას გააჩნია არ დაირღვეს. ამ ციხის იდეალურობის მთავარი საძირკველ სწორად რომ ეს ბალანსია.

    დროში ვერასდროს ეტევი, სივრცე არასდროს გყოფნის და მატერია მუდამ სახით განარცხებს რაღაცაზე.

    ხო გრძნობ ძილის დროს როგორ გეხება თავისი ჭუჭყიანი ხელებით?! მთელ ტანზე გეფათურება, თითქოს გწერწავს თუ გშლისო, ვერ იგებ. ხან გკურნავს, ხანაც ახალ დაავადებებს გტენის. გაკვირდება როგორი რეაქციები გაქვს ორგანიზმში შეშვებულ შხამზე, რომ თავის სამყაროში ამის ანტიდოტი შექმნას.

    თვალების დამაბრმავებელი სინათლე იქმნა ლაბორატორიაში, ყველაფერი აქედან იწყება, თუმცა მანამდეც იყო ერთი პატარა დიალოგი, „მისტერ იაჰვე, მოდი გავაკეთოთ ეს“

    სიმულაცია „დედამიწა“

    როდესაც ადამიანი კარგავს იმ ხაზს, რა ხაზითაც დაგვაპროგრამეს, უცხოპლანეტელების ჰომალდები ჩამოდიან ყველა სოდომსა და გომორაში და გვბომბავენ.

    ყველაზე საშინელება კი არის ის, რომ გამოფხიზლებული ცნობიერება არასდროს კვდება, მათთვის მეოთხე განზომილების სიმულაცია იტვირთება, რაც ფაქტიურად დროის, სივრცის და მატერიის შეკუმშულობას ნიშნავს. რა შეიძლება რომ ასეთ სივრცეში ხდებოდეს?! ყველაფერი... აბოლუტურად ყველაფერი.

    ამ ადგილის უფრო გასაგები შესატყვისი კი, - სადაც ყველაფერი ხდება - სიზმრებია.

    ჩემგან განსხვავებით შენ აქ შემთხვევით ხარ მოხვედრილი, ძილის დროს, ორი სამყაროს კვეთისას. თვალებს გაახელ, ლოგინს მიალაგებ და აღარც კი გემახსოვრება თუ რა ქვია ადგილს, სადაც დრო, სივრცე და მატერია იკუმშება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები