ნინო დარბაისელი სტრონი
ჯიბეგაფხეკილის სამი ოპუსი როკფელერზე
როკფელერის დაიმი
,, როკფელერ დაიმი” - ან მოკლედ ,, დაიმი” ამერიკული პოლიტიკური სლენგია. საქართველოში მისით აღნიშნული მოვლენა კი, როგორც ვიცი, ფართოდაა გავრცელებული, თუმცა, არ მგონია, ეს სახელი გამოიყენებოდეს.
რას ნიშნავს?!
აი, მაგალითად, არჩევნების წინ პოლიტიკოსები “მოსახლეობაში რომ გადიან”, მუქთა მაისურებს, კეპებს, რამე თხელ რუგზაკებს, მაცივრის მაგნიტებს, პატარა დროშებს, რაღაც სუვენირებს, ალბათ საწერ-კალმებსა და ბლოკნოტებს, ბუკლეტებს და აშ პირადად, მარჯვნივ- მარცხნივ რომ ურიგებენ განურჩევლად ყველას, პოტენციურ ამომრჩევლებს თვითონ და თავისი გუნდის წევრები. ეს ჟესტი ემსახურება მასის კეთილგანწყობის მოპოვებას. მას ჩვევად ჰქონდა, ყოველი შემხვედრისთვის ხელის ჩამორთმევისას ერთი ახლადმოჭრილი, ლაპლაპა დაიმი ეჩუქებინა( ანუ იმდროინდელი ათი ცენტი, რაც კარგი ფული იყო). ერთსა და იმავე ადამიანს ასჯერ რომ შეხვედროდა, ასჯერვე აჩუქებდა დაიმს ხელის ჩამორთმევისასო, წერენ. ვიდრე მთლად მილიარდერი გახდებოდა , ერთი “ნიკლით”, (ანუ ხუთი ცენტით) დაუწყია ეს ამბავი.
***
“დედა ნახე, მამა ნახე”
ვდგავარ საწყლად დეიტონაში, როკფელერის სახლ-მუზეუმში, შევცქერი პირდაღებული ამ შავ-თეთრ ფოტოებს, ვუსმენ გიდის ტკბილ-ინგლისურს და ჩემი სამშობლო მაგონდება, მისი ყოფა და ზეპირსიტყვიერება. “დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო” ან ,, პაპის ნაჭამმა ქლიავმა შვილიშვილს კბილი მოსჭრაო”( ნუ ეს- ძველი აღთქმიდან მოდის, მაგრამ მაინც) საქართველოში დაბალი წრიდან გამოსულმა ადამიანმა, ნათესავებისა და ნათელ- მირონების დაუხმარებლად, საკუთარი ნიჭითა და შრომა-გარჯით ვარსკვლავიც რომ მოსწყვიტოს, ვინმე მაინც იტყვის, მაგას მამიდა ბოზი ჰყავდაო (ამერიკულად ამას ,,სელფ-მეიდ- მენ ჰქვია), …მაგრამ ადრეც მითქვამს, პაპისპაპა გამორჩენილი კაცი რომ ჰყავდეს, თვითონ კი წამალზე ისე იჯდეს, დაბლა სულის მოსათქმელადაც არ ჩამოდიოდეს, “ესკეიპიზმითაა გატაცებულიო”, პატივისცემით აღვნიშნავთ. შევცქერი როკფელერის მამის სურათს. ვერაფერს იტყვი, მართლაც წარმოსადეგი კაცია! იცით, ვინ იყო? თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი, დოქტორი უილიამ ლივინგსტონი. როკფელერს მამამისი არ უყვარდაო, რომ ვთქვათ, მეტისმეტად დელიკატური გამოგვივა. მას და მისი ოჯახის სხვა წევრებს იგი სძულდათ. რატომ? ეს მომხიბლავი კაცი, ფოტოდან რომ შემომცქერის, ამერიკულად ,, კონ არტისტი”, ჩვენებურად კი აფერისტი… (აფერისტი ქართულად როგორაა?) იყო. ჯერ ხომ როკფელერის დედასთან და მის მოსამსახურე ქალთან ერთდროულად ჰქონდა ხანგრძლივი რომანი (თუ სახლში იყო, რადგან წელიწადში რამდენჯერმე თუ გამოჩნდებოდა), მერე ზემოთ რომ ვახსენე, იმ მოგონილი გვარსახელითა და პროფესიით ცნობილმა უილიამ ეივორ როკფელერმა, რომელიც უხსენებლის შხამსა და სხვადასხვა, ვითომ სასწაულმოქმედ წამლებს ასაღებდა კარდაკარ მთელი ამერიკაში, სულ სხვა შტატში, 1855 წელს მეორე ოჯახი ნამდვილის პარალელურად შექმნა და “გამრავლდა, ვითარცა იაკობ”. ანუ ერთდროულად ორ ოჯახად ცხოვრობდა, ბიგამისტი იყო, ხოლო ამ ოჯახებმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, ძალიან გვიან გაიგეს, მგონი, მისი სიკვდილის მერე. სხვათა შორის, როკფელერს ის ნახევარი და-ძმები ანდერძში არ მოუხსენიებია. როგორც ჩვენში იტყოდნენ, მათი მცდელობის მიუხედავად, “ერთმანეთში არ დაძმობდნენ”. რეალური ძმა კი მისი ერთ-ერთი სანდო კომპანიონი იყო, როცა “სტანდარტ ოილს” ქმნიდა და საერთოდ, დედმამიშვილებზე და მათ შთამომავლებზე ზრუნვა სჩვეოდა. ახლა ვფიქრობ, რა ქართული ანდაზა მოვარგო ამბავს… ალბათ ,,ის ურჩევნია მამულსა…” არა, რაღაც არ გამოდის ან არადა, თქვენ მოიფიქრეთ!
***
ნინო დარბაისელი სტრონი
ჩერჩილი - როკფელერის არ-ბიოგრაფი
სანათესაო ხის აგება დღევანდელ, ინტერნეტის პერიოდში საყოველთაოდ მოდურია. არის ფასიანი და უფასო საიტებიც, სადაც შეგიძლია მოიძიო შენი ყვავი-ჩხიკვის-მამიდები, დაუკავშირდე შენს მეათე ხაზის ბიძაშვილს ვირტუალსა თუ რეალში, ამას დნმ-ს დასკვნასაც თუ დაურთავ და კიდევ რაღაც “ჰაპლო- მაპლოებს”, რომლის თავისა და ბოლოსი, ალბათ შემდგენლების მეტს ბევრს არავის ესმის, ადამ და ევამდე ჩახვალ და მთელი დედამიწის მოსახლეობას, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ბოლოს გულში ჩაიკრავ, როგორც ნაპოვნ ოჯახის წევრს. ეს - დღეს, მაგრამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ისტორიკოსები სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განვითარების იმდროინდელი პირობების შესაბამისად, დღედაღამ არქივებში იქექებოდნენ იმის დასადგენად, იყო თუ არა რაიმე ნათესაური კავშირი იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს როკფელერსა და უნიჭიერესს - ჩერჩილს შორის და დაადგინეს კიდეც! ჯონ როკფელერის შესახებ ათასგვარი ტყუილ-მართალი მუდმივად ქვეყნდებოდა პრესაში. ფოტოგრაფი-პაპარაცები რა ღონეს არ მიმართავდნენ, რომ კიდევ ერთი მისი ფოტო გადაეღოთ და სარფიანად გამოექვეყნებინათ. სხვათა შორის, მათგან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ნებართვა სთხოვა, სურათს გადაგიღებთო და ამ ამბავმა ისე, ცრემლამდე ააღელვა მოხუცი მილიარდერი, რომ სამუდამოდ დაუმეგობრდა მას, როგორც პატიოსან ადამიანს და გვერდიდან არ იცილებდა… მაგრამ ამ ამბავს სხვა დროს მოგითხრობთ… ჯერ კი ჩერჩილისა ვთქვათ!
*** ჩერჩილი 40-ზე მეტი გამოცემული წიგნის ავტორი და ლიტერატურის დარგში(!!!) ნობელის პრემიის ლაურეატი რომ არის, ეს რასაკვირველია, გეხსომებათ. მასზე უკეთესს, თანაც ნათესავს (აქ თუ არ გაიცინებთ, გამიღიმეთ!) განა ვინმეს იპოვიდნენ როკფელერები, რომ ჯონ როკფელერის ნამდვილი ბიოგრაფიული წიგნის დაწერა ეთხოვათ? ჰოდა, სთხოვეს კიდეც. და პასუხმაც არ დააყოვნა. საერთოდ, ფინანსისტები გვირჩევენ, როდესაც როკფელერის პერიოდის თანხებზე ვლაპარაკობთ, დოლარის მსყიდველობითი უნარიანობის გასააზრებლად, თანხას მარტივად, მარჯვნიდან სამი ნული მიუწერეთო. ალბათ ეს დიდ თანხებს შეეხება ან მე ვერ ვერკვევი მარტივ არითმეტიკაში, თორემ 1 დოლარს რომ სამი ნული მივუწეროთ მარჯვნიდან, დღევანდელი 1 000 ხომ გამოდის, არა? თუმცა, რა ვიცი, იქნებ ასეცაა! მოკლედ, ამ ჩვენმა ჩერჩილმა არც აცია, არც აცხელა და 250 000 დოლარი (ანუ დღევანდელი 250 000 000 ???) მოითხოვა ამ საქმეში. აი, როკფელერებიც რომ გაოგნდნენ, ეს მაშინ ისეთი თანხა ყოფილა…თუმცა უპასუხიათ, ვიფიქრებთო, უპოვიათ კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთი ხელმოკლე ისტორიკოსი ალენ ნევინი, გადაუხდიათ მისთვის თითქმის ასჯერ ნაკლები და ოფიციალური ბიოგრაფიაც მისთვის დაუწერინებიათ. რამდენი უმდიდრესი კაცის ბიოგრაფიაც წამიკითხავს, შემინიშნავს, რომ მის მემკვიდრეებს მიმატებით აღარაფერი მიუმატებიათ, განიავებით კი ადვილად გაუნიავებიათ დანატოვარი. იქნებ გულუბრყვილოდაც, მაგრამ მაინც ვფიქრობ, შე დალოცვილო, ამდენი ფული გაქვს, სულ ერთია, ქარს გაატან, ან შენ ან შენი შვილები, გადაუხადე რა ჩერჩილს! ხომ გვექნებოდა დღეს არაჩვეულებრივი რამ - ჩერჩილის მიერ დაწერილი როკფელერის ბიოგრაფია! მაინც, რა კარგია სხვის ჯიბეში ფულის თვლა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძვირფასო ნინო მდლობა დამატებით ინფორმაციისთვის. საქართველოში პატიოსანი შრომით მილიონი კი არა, მგონი ასი ათასიც არ იშოვება და ლამის ყველა მილიონერის ბიოგრაფია ძირითად ხაზებში - ერთნაირია. სხვათა ძარცვითა და გადაგდებით ნაშოვნი ფულია. "საინტერესო" ში სწორედ ეს ვიგულისხმე.
ძალიან კარგია დედის საამებლად რომ წერთ, მარტო დედას კი არა სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე თქვენს შემოქმედებას, ჟანრს არა აქვს მნიშვნელობა, კარგად წერთ: გულიანად, სიყვარულიანად, გამართულად ლიტრატურულად და რაც მთავარია დამაჯერებლობის მაღალი დოზით არის მოთხრობილი. რაც მისაბაძია სხვებისთვის. უბრალოდ 1839 წელს დაბადებული ამერიკელი როკფელერი თუნდაც მილიარდერი იყოს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოდ აღვიქვი-თქო, ჩემი სუბიექტური აზრი გამოვხატე სულ ეს იყო. ჩემი 1. კომენტარი. ძვირფასო ნინო მდლობა დამატებით ინფორმაციისთვის. საქართველოში პატიოსანი შრომით მილიონი კი არა, მგონი ასი ათასიც არ იშოვება და ლამის ყველა მილიონერის ბიოგრაფია ძირითად ხაზებში - ერთნაირია. სხვათა ძარცვითა და გადაგდებით ნაშოვნი ფულია. "საინტერესო" ში სწორედ ეს ვიგულისხმე.
ძალიან კარგია დედის საამებლად რომ წერთ, მარტო დედას კი არა სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე თქვენს შემოქმედებას, ჟანრს არა აქვს მნიშვნელობა, კარგად წერთ: გულიანად, სიყვარულიანად, გამართულად ლიტრატურულად და რაც მთავარია დამაჯერებლობის მაღალი დოზით არის მოთხრობილი. რაც მისაბაძია სხვებისთვის. უბრალოდ 1839 წელს დაბადებული ამერიკელი როკფელერი თუნდაც მილიარდერი იყოს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოდ აღვიქვი-თქო, ჩემი სუბიექტური აზრი გამოვხატე სულ ეს იყო. ჩემი 1. კომენტარი.
3. ხომ ვითომ არანაირი პროზა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ იკითხება ხომ ვითომ არანაირი პროზა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ იკითხება
2. მადლობა, მუხა! საქმე ისაა, რომ როკფელერი მილიონერი კი არა, მილიარდერი იყო, ძველი ფულით 400 მილიარდამდე თანხის მფლობელი. (სამი ნული უნდა მივუწეროთ, დღევანდელ ფულს რომ შეადაროთო, ასე გვასწავლეს, ხომ მიწერია). 97 წლისა გარდაიცვალა 1937 წელს და სიკვდილამდე ერთი წლის ადრე სადაზღვევო კომპანიას ხუთი მილიონი ჯარიმა გადაახდევინა, 95 წლამდე ჰყავდათ დაზღვეული. 500 მილიონი მარტო ქველმოქმედებაში ჰქონდა დახარჯული, ,,ძველი ფულით”, 35000 დოლარში რამდენი დაიმი ანუ ათი ცენტიც ეტევა, იმაზე მეტი ჰქონდა მარტო “დაიმად” დარიგებული. ვიღაც ცურცლიან ქართველ მილიონერებთან მისი შედრა რაიმე ნიშნით როგორ შეიძლება! საქართველოში პატიოსანი შრომით მილიონი კი არა, მგონი ასი ათასიც არ იშოვება და ლამის ყველა მილიონერის ბიოგრაფია ძირითად ხაზებში - ერთნაირია. სხვათა ძარცვითა და გადაგდებით ნაშოვნი ფულია. როკფელერი - სხვებისგან , მაგალითად ვენდერბილდისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ ,, სტანდარტ ოილის” დაარსებით , სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესის მუდმივ განვითარებაში ჩადებული ფულით, ფორდთან, თომას ედისონთან და სხვა დიდ გამომგონებლებთან თანამშრომლობით მიაღწია უზარმაზარ წარმატებას და არა კომპანიონების გადაგდებით. დიდი კაცი იყო. ბევრი რამ სასწავლი დაგვიტოვა. სულაც არა მაქვს იმისი ილუზია, რომ საქართველოდან ვინმე მიბაძავს მას. არც ქართული მენტალობა მაქვს დიდად შერჩენილი საამილუზიოდ. მოვყევი ეს ამბები დედაჩემის გასართობად ფეისზე, მცირე-მცირე რაღაცეებს ძირითადად ამ მიზნით ვწერ, თორემ რაის პროზაიკოსი მე ვარ! და აქაც დავდე, ვინმე იქნებ დაინტერესდეს - მეთქი, სულ ესაა.
მადლობა, მუხა! საქმე ისაა, რომ როკფელერი მილიონერი კი არა, მილიარდერი იყო, ძველი ფულით 400 მილიარდამდე თანხის მფლობელი. (სამი ნული უნდა მივუწეროთ, დღევანდელ ფულს რომ შეადაროთო, ასე გვასწავლეს, ხომ მიწერია). 97 წლისა გარდაიცვალა 1937 წელს და სიკვდილამდე ერთი წლის ადრე სადაზღვევო კომპანიას ხუთი მილიონი ჯარიმა გადაახდევინა, 95 წლამდე ჰყავდათ დაზღვეული. 500 მილიონი მარტო ქველმოქმედებაში ჰქონდა დახარჯული, ,,ძველი ფულით”, 35000 დოლარში რამდენი დაიმი ანუ ათი ცენტიც ეტევა, იმაზე მეტი ჰქონდა მარტო “დაიმად” დარიგებული. ვიღაც ცურცლიან ქართველ მილიონერებთან მისი შედრა რაიმე ნიშნით როგორ შეიძლება! საქართველოში პატიოსანი შრომით მილიონი კი არა, მგონი ასი ათასიც არ იშოვება და ლამის ყველა მილიონერის ბიოგრაფია ძირითად ხაზებში - ერთნაირია. სხვათა ძარცვითა და გადაგდებით ნაშოვნი ფულია. როკფელერი - სხვებისგან , მაგალითად ვენდერბილდისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ ,, სტანდარტ ოილის” დაარსებით , სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესის მუდმივ განვითარებაში ჩადებული ფულით, ფორდთან, თომას ედისონთან და სხვა დიდ გამომგონებლებთან თანამშრომლობით მიაღწია უზარმაზარ წარმატებას და არა კომპანიონების გადაგდებით. დიდი კაცი იყო. ბევრი რამ სასწავლი დაგვიტოვა. სულაც არა მაქვს იმისი ილუზია, რომ საქართველოდან ვინმე მიბაძავს მას. არც ქართული მენტალობა მაქვს დიდად შერჩენილი საამილუზიოდ. მოვყევი ეს ამბები დედაჩემის გასართობად ფეისზე, მცირე-მცირე რაღაცეებს ძირითადად ამ მიზნით ვწერ, თორემ რაის პროზაიკოსი მე ვარ! და აქაც დავდე, ვინმე იქნებ დაინტერესდეს - მეთქი, სულ ესაა.
1. ხომ გვექნებოდა დღეს არაჩვეულებრივი რამ - ჩერჩილის მიერ დაწერილი როკფელერის ბიოგრაფია! რომ გვქონოდა დღეს ყველაზე მდიდარი ამერიკელის , თან არაჩვეულებრივი ბიოგრაფია, თან ჩერჩილის მიერ რაო, გადმოგვედებოდა წითელა ბატონებივით როკფელერის მილიონერობა? ჩერეჩილს ვეთანხმები უფრო მეტი უნდა მოეთხოვა. ძვირფასო ნინო დღეს პატარა საქართველოში უფრო "საინტერესო" მილიონრები არიან. ხომ გვექნებოდა დღეს არაჩვეულებრივი რამ - ჩერჩილის მიერ დაწერილი როკფელერის ბიოგრაფია! რომ გვქონოდა დღეს ყველაზე მდიდარი ამერიკელის , თან არაჩვეულებრივი ბიოგრაფია, თან ჩერჩილის მიერ რაო, გადმოგვედებოდა წითელა ბატონებივით როკფელერის მილიონერობა? ჩერეჩილს ვეთანხმები უფრო მეტი უნდა მოეთხოვა. ძვირფასო ნინო დღეს პატარა საქართველოში უფრო "საინტერესო" მილიონრები არიან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|