ნინო დარბაისელი
ქალია, ადამიანი?!
(კობა ჭუმბურიძეს )
ძვირფასო ანგელოზებო! ძვირფასო ანგელოზებო, თავზე დამბზუით ხალისით, როგორც რომ რთველში - ბუზი.
ძვირფასო ანგელოზებო, მე თქვენნაირი როდი ვარ, თქვენ რომ დაფრინავთ, მე მაშინ რამე ხელსაქმეს ვუზი.
ვარ ერთი ადამიანი, ადამიანებს უფლება, ნება და პრივილეგია საჩვენოდ გვინდა მუდამ;
მოვალეობა, შეზღუდვა, ათასნაირი აკრძალვა დე, სხვას შეეხოს, სხვამ ზიდოს პასუხისგების გუდა!
კანონი გვინდა ისეთი, მოგვერგოს მარჯვედ ნაწერი, სხვა გამოვიდეს მტყუანი, ჩვენ კი - მართალი ცამდის.
ესაა ადამიანი, ადამიანი - ეს იყო და სულ ასეთი იქნება! გამყავს - სადამდეც გამდის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ქალია, ადამიანი?!
"ყოველი ქალი ნაღველასავით მწარეა, მაგრამ მათ ორი ტკბილი წერტილი აქვთ, ერთხელ სარეცელზე, მეორედ სიკვდილი ჟამს" პალადასის ბერძნული ანთოლოგია. ქალია, ადამიანი?!
"ყოველი ქალი ნაღველასავით მწარეა, მაგრამ მათ ორი ტკბილი წერტილი აქვთ, ერთხელ სარეცელზე, მეორედ სიკვდილი ჟამს" პალადასის ბერძნული ანთოლოგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|