ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2022
დედის ღიმილი მენატრება, დედის თვალები...
დედის ღიმილი მენატრება, დედის თვალები, მისი ყოველი ჩახუტება ძალას მმატებდა... ჩემს თბილ მიწაზე მარტოდმარტო დავიარები, სახლშიც, ტაძარშიც სანთელს ვანთებ ისევ ხატებთან.
დედის ღიმილი მენატრება, დედის თვალები, მშობლის ყოველი ჩახუტება ძალას მმატებდა... კვლავ ამჩნევია მის განვლილ გზას ნატერფალები, ვწერ და ვლოცულობ გულმხურვალედ მუდამ ხატებთან.