(ისევ ომებზე) სადღაც, - მშვიდი დილა იდგა, სადღაც, ცეცხლი იჯდა მთაში. სადღაც, მწიფე ესხა შინდი, სადღაც, შიშით კრთოდა ბავშვი.
საზღვრებიდან - საზღვრებამდე ნაპერწკლების ნიავ-ქარი - აორთქლებულ, დედის ცრემლებს ზეცისაკენ მიაქანებს.
მუგუზალში აბიჯებდა ღმერთი. - ცხედრებს კრეფდა პეშვით, არ უნდოდა დაჯერება, არ ეგონა, სიბერეში, - ავთვალ ალებს თუ ნახავდა, თუკი, ისევ, ვრცელ მინდვრებში ბერწი ცეცხლი დაჯდებოდა- ბერწი ცეცხლის ქანდარაზე.
სადღაც, თეთრი დილა იდგა... სადღაც, თეთრი იდგა ბინდიც. სადღაც, მშვიდი თოვლი იდო. სადღაც, მწიფედ ესხა შინდი;
ღმერთი ცეცხლში აბიჯებდა; ღმერთი ცრემლებს კრეფდა პეშვით; არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. თეთრი ბინდი როგორი გამორჩეული სახეა, რომ ვერ დაარქმევ სახელს, მაგრამ არ დაგავიწყდება. თეთრი ბინდი როგორი გამორჩეული სახეა, რომ ვერ დაარქმევ სახელს, მაგრამ არ დაგავიწყდება.
7. მიყვარს ეს გოგო.ჩემი ნიჭიერი. მიყვარს ეს გოგო.ჩემი ნიჭიერი.
5. ამ ლექსმა ჩემზე თავისებურად იმოქმედა. ფრიადი
ამ ლექსმა ჩემზე თავისებურად იმოქმედა. ფრიადი
4. უღრმესი მადლობა წაკითხვისა და შეფასებისთვის <3 უღრმესი მადლობა წაკითხვისა და შეფასებისთვის <3
3. არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :) არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :)
2. არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :) არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :)
1. ძალიან კარგია.
ნათია შენზე ხშირად ვფიქრობდი, სადაა ეს საინტერესო ავტორი-თქო და აჰა, ძალიან გამიხარდი. ძალიან კარგია.
ნათია შენზე ხშირად ვფიქრობდი, სადაა ეს საინტერესო ავტორი-თქო და აჰა, ძალიან გამიხარდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|