ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2009


სან - გაორება

სან
გაორება მაქვს
და ამ სხეულში იმდენი ,,მეა”, თავი დავკარგე,
არ დაიჯერებ, ფეხშიშველი მოვუყვები ცისკენ ბილიკებს,
არ მიმატოვო, ახლა კიდევ უფრო მჭირდები.

სან
აქედან გზაა ისეთი შორი,
ისეთი გრძელი,
ისეთი ხმელი,
გ ა ო რ ე ბ უ ლ ი.
დახეთქილი მაქვს ფეხის ტერფები,
სხვა ნაფეხურებს მე არ დავდევ,
შენს ნატერფალებს ვეფერები,
ისე მწყურია შენი სუნთქვა,
ვიმკურნალებდი.

სან
მუხლუხოსავით გამიზანტდა ეს სამყარო,
გამოგონილი ხასიათით იცვლის სადგომებს.
არ მედგომება აქ,
მივდივარ,
გამოცანამდე, სიღმეებამდე,
გაორებული.

სან
გესმის?
გაორება მაქვს. ამ სხეულში იმდენი ,,მეა”
თავი დავკარგე.

ვგიჟდები სან, მაგიჟებენ, მეუბნებიან რომ
მე მე ვარ, მაგრამ შენ ხომ იცი სან...
მე მე არ ვარ, ის არის მე, ან მე ვარ ის,
ჩვენ ბევრნი ვართ სან,
აქეთ-იქეთ მექაჩებიან,
მხლეჩენ,
მანაწევრებენ
და უსირცხვილოდ მიყოფენ სან.

სან
გაორება მაქვს,
გესმის?
გ ა ო რ ე ბ ა
თავი დავკარგე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები