ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
10 მარტი, 2009


იხვი და მამალი



თივის ზვინზე გაჯგიმულა
და გაჰყივის მამალი:
“ადანდალი-დანდალი,
მე ვარ ბიჭი მაგარი!”

იქვე იხვი დაფუსფუსებს,
მოჭიდავე ყოფილი,
ჭკვიანი და წიგნიერი,
სამეგობროდ შობილი.

მამალს უთხრა:
“მოტრაბახე,
დღეს თუ ხვალე,შერცხვება.”
“მართალი ხარ!
მართალი ხარ!”_
ჩამოსძახეს მერცხლებმა.

ვერ ისვენებს,იმუქრება
და ბობოქრობს მამალი:
“მე ვერავინ მომერევა,
ვარ ყველაზე მაგარი!”

იხვს მივარდა:
“აბა,შენი
ვაჟკაცობა სად არი?”
ეჭვიც კი არ ეპარება,
რომ არა ჰყავს ბადალი.

იხვი ამბობს:
“გამოჩნდება,
თუ ვინაა მართალი.”

იჭიდავეს და მამალმა
მოადინა ზღართანი.

ტოროლამ თქვა:
“ვინც ტრაბახობს,
უსათუოდ შერცხვება.”
“მართალია,
მართალია,”_
გაიცინეს მერცხლებმა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს