 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 იანვარი, 2023 |
ერთხელ ერთმა ქალბატონმა - ჯანსუღ ჩარკვიანს უთხრა:
,,ბატონო ჯანსუღ, რა კარგი ყოფილა პოეტებთან ჯდომა!“
,,თქვენ პოეტებთან წოლა უნდა ნახოთ ქალბატონო!“ - მიუგო ჯანსუღმა.
ძველი თაობის წარმომადგენლებმა ყველაფერი იცოდნენ: ხუმრობაც, მეგობრობაც, ერთგულებაც. დღეს კი... დღეს თითქოს გაუფასურებულია ეს ყველაფერი.
არ მიყვარს სამყარო, სადაც ქმრები - ცოლებს უფლებას აძლევენ გამომწვევად ჩაიცვან და გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ. სამყარო, სადაც ქალებს მხოლოდ სექსი უნდათ და დედობის ინსტინქტი საერთოდ არ ამოძრავებთ. ასეთი ადამიანების კატეგორია არ მიყვარს. მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვცემ პატივს, რომლებსაც სწამთ სიყვარულის, არ ფარისევლობენ, ღვრიან გულწრფელ ცრემლებს, არ ღალატობენ თავიანთ მოყვასს, უყვართ საკუთარი ოჯახი, შვილებს გულში იხუტებენ და მკლავზე იწვენენ.
აი, ასეთი ადამიანები მიყვარან, აი, ასეთი ადამიანობის მწამს, ასეთი სიყვარულის მჯერა
სიყვარული ჩემთვის იგივეა, რაც ფრანგებისთვის ედიტ პიაფის შემოქმედება!
სიყვარულზე ყოველთვის გალაკტიონის ლექსი „უსიყვარულოდ“ და პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის ეს სიტყვები მახსენდება:
„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს, უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.
პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო, რომელსაც ,,პოეტის მკლავზე ნაწოლი“ დავარქვი. ლექსს პოეტ ანზორ სალუქვაძის სიტყვები წარვუმძღვარე:
,,ლამაზი ქალის ძუძუზე ცეცხლმოდებული ძნა მინდა!“
ანზორ სალუქვაძე
მეც მინდა, მაგრამ სად არი? თუმც არ მაქვს ყოფა მარტივი, ქალი - შვლის ნუკრის სადარი მიზიდავს ანდამატივით.
მიზიდავს, მაგრამ არ მინდა ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი... არც ღვინო - მისი ჯამიდან, არც მისი თბილი საწოლი.
მე ყველაფერი - ჩემი მაქვს, თუმც არც შვილი მყავს, არც ცოლი... ჩემთან ნაწოლ ქალს ერქმევა - პოეტის მკლავზე ნაწოლი.
გრძნობას ვუმღერებ კუნძულზეც, თუმც გვიდგას მძიმე ჟამი და... ,,ლამაზი ქალის ძუძუზე ცეცხლმოდებული ძნა მინდა!“
მეც მინდა, მაგრამ სად არი? არ მაქვს სურვილი მარტივი, ქალი - შვლის ნუკრის სადარი მიზიდავს ანდამატივით.
მიზიდავს, მაგრამ არ მინდა ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი... არც ღვინო - მისი ჯამიდან, არც მისი თბილი საწოლი.
აქ ყველაფერი ჩემია, თუმც არც შვილი მყავს, არც ცოლი... ჩემთან ნაწოლ ქალს ერქმევა - პოეტის მკლავზე ნაწოლი!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს
გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცაზე ირისე, მე სიყვარულზე ვესაუბრები ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს, რამ დამავიწყოს ლამაზი ანა! ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს, გვტკივა ხახული, ოშკი და ბანა!
მსურს თბილი კერა უფრო გავათბო, სხვა საქართველო არსად მეგულვის, მიწის სურნელმა ისე დამათრო, ვით ეშხმა ჩემი შეყვარებულის.
კარგი რამ არის ახალგაზრდობა, მწვავს სიყვარულის უშრეტი ცეცხლი, თუმც მოვიტოვე უკან ბავშვობა, გულს კვლავ მიხარებს ჭიკჭიკი მერცხლის.
გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცაზე ირისე, მე წრფელ გრძნობაზე ვესაუბრები ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს, ვერც დავივიწყებ იმ ლამაზ ანას! ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს, ქართველ დედების ვისმენდით ნანას!
ეჰ, ბედისწერა! ერთურთს დავშორდით, თუმც ჩემი ბაგე კვლავ იკოცნება! სველ ტანსაცმელებს მზეზე ვაშრობდით და ვიღვრებოდით ქარში კოცნებად!
ისევ მივყვები ძნელად სავალ გზებს, მაგრამ ღია მაქვს გულის კარები... ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე, მეც მიზიდავენ ლამაზმანები.
ოთარ რურუა
2023
ირისე - ცისარტყელა
.....................................................................................................................................
ხარ დაცემამდე სექსუალური
გეტყვი ყველაფერს - რაც სათქმელია, იღვიძებს შენში ვნება ქალური, თუმც გზა ჯერ კიდევ გასავლელია, ხარ დაცემამდე სექსუალური.
არ ამოუხვალ არასდროს ყელში - ქალის სურნელით ვინც არის მთვრალი, როცა დეკოლტე გაცვია ჩვენში, შენი მკერდისკენ გამირბის თვალი.
ოთარ რურუა
............................................................................................................................
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე, შორენაა თუ ვარდისახარი?! მივჩერებივარ, ვით არსაკიძე, ვგრძნობ: მიქარწყლდება დარდი - სახადი!
ვხედავ იმ ქალის შეხსნილ საკინძეს, მას სავსე მკერდი მიუგავს მთვარეს... და ისე ვაქებ, ვით არსაკიძეს, ანდა შორენას შვლის ნუკრის თვალებს.
ჰეი, მწყურია მდედრის ალერსი, როგორც მთის წყალი დაჭრილ ირმის ჯოგს... სიყვარულისთვის მინდა ავლესო ხმალი... მის ღალატს სიკვდილი მიჯობს...
გავჩენილიყავ ნეტავ ძველ დროში, მე ამ ქვეყანას მთლიანს ვნახავდი! მინდა ვიცხოვრო საქართველოში და მოვიხადო ჩემი სახადი!
ოთარ რურუა
2023
...........................................................................................................................
თუ ჩამიწვები ლოგინში...
მინდა გაშიშვლდე ჩემს თვალწინ, შენს თვალწინ მინდა გავშიშვლდე, მსურს მკლავზე გადაგიწვინო და დავეწაფო შენს შიშველ
სხეულს, ვითარცა წყაროს წყალს, მკერდი გიკოცნო ჟინითა, არც არასოდეს გამტყორცნო ჩერქეზის ისარივითა.
თუ ჩამიწვები ლოგინში, უკეთეს ლექსსაც დაგიწერ... აღარ ვინაღვლებ კიდეც რომ გემეტებოდე სამიწედ.
ოთარ რურუა
........................................................................................................................................
სატრფიალო
ბევრი გოგონა დავკოცნე, ბევრმაც დამკოცნა ჟინითა, ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე ჩერქეზის ისარივითა.
ისევ ამოდის ჩვენი მზე ამ ქვეყნის ცაზე დილითა, როცა თვალებში მე გიმზერ, შენ მორცხვობ ყვავილივითა.
შენია ჩემი სამყარო, მეც ვიწვი სანთელივითა, მოვკვდები, მსურს: დამაყარო გულმკერდზე მიწა... ღვინითა
მითხარი შესანდობარი, მახსენე ენით ტკბილითა... და არ მოიკლა გთხოვ: თავი აკაკის გამზრდელივითა.

ვიდრე ჩვენი მზეც ამოდის სამშობლოს ცაზე დილითა, ყვავილს გადარებ სამოთხის, მორცხვობ იმ ყვავილივითა.
ცის ვარსკვლავივით კაშკაშებ, ხარობ მოყვასის ლხინითა, სუნთქვას გვიჩერებ ვაჟკაცებს, გვჭირდები ჰაერივითა.
საამო სამზერ მაგ სახეს ნუ შეიღებავ ინითა, როს ვესტუმრები საწნახელს, დაგლოცავ თეთრი ღვინითა.
მე ცუდს არაფერს არა გთხოვ, დამატკბე ბადაგივითა, ,,შენთანამც ყოფნით გამაძღო, შენთანამც წოლა-ძილითა“.
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................
როგორც ამბორი პირველი
ერთი გოგონა მიყვარდა - სიკეთის გზებით მავალი, მკერდში ჩამიკრა თბილადა ძველ კოლხთა შთამომავალი.
სამყარო გამილამაზა, ამ გულში ჰპოვა ბინაო, მთების შველივით ლამაზმა ჩემს მკლავზე დაიძინაო.
ეს სიყვარულის ამბავი - საამოდ გასაკვირველი ამ ქვეყანაზე დარჩება, როგორც ამბორი პირველი.

დაგელოდები იმ მთის წყაროსთან
გავიდა კიდევ ერთი წელი და გაიყოლია ძველი დარდები! ღვინით დაგლოცავ საწნახელიდან, რომც არ გიყვარდე, შეგიყვარდები!
ხარ მომნუსხველი შველივით, თვალებს ნაბავ - შემდგარი წინაპართ კვალზე... ნეტავ მას, - ვისაც შენ შეიყვარებ და მაგ დალალებს დაუფენ მკლავზე!
მინდა გაჩუქო სულ ერთი კოცნა, (პოეტის კოცნა უყვართ ლამაზებს), დაგელოდები იმ მთის წყაროსთან, ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე.
არც ფშაველი ვარ, არცა ხევსური, თუმც ჩემიც არის მთების ნაჟური... მსურს რომ შემასვა წყალი ხელსურით, ვჭექო სიმღერა გარიჟრაჟული.
მოვიდა კიდევ ერთი წელი და წაიყოლია ძველმა დარდები! ღვინით დაგლოცავ საწნახელიდან, რომც არ გიყვარდე, შეგიყვარდები!
ხარ მომნუსხველი შველივით, თვალებს ნაბავ - შემდგარი გმირების კვალზე... ნეტავი იმას, - ვინც შეგიყვარებს და გადაგიწვენს ერთადერთს - მკლავზე!
ოთარ რურუა
2023
.............................................................................................................................
დაგელოდები წყაროსთან
ლექსს კითხულობდი... გისმენდი, ზარივით რეკდა შენი ხმა, არც ზღვისფერი და მზისფერი, შველივით მომნუსხველი ხარ.
დავეწაფები წყაროს წყალს, როგორც ქორბუდა ირემი... დაგელოდები წყაროსთან, არ მოხვალ? გადავირევი!
მსურს მკლავზე გადაგიწვინო, შენ - მომირჩინო წყლულები, მერმე გინდ სულშიც იწვიმოს, აღარ ვინაღვლებ სრულებით.

დავეწაფები წყაროს წყალს, როგორც ქორბუდა ირემი... დაგელოდები წყაროსთან, მოხვალ? არ გადავირევი!
მე გრძნობას ვეღარ დავმალავ, გვნახოს, შეშურდეს ბარეორს, როცა მოვკვდები, ალალად, ,,შენს მიწას მიმაბარეო“.
ოთარ რურუა
..........................................................................................................................
მე ეს თვალები სადღაც მინახავს
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება ერთხელ ნახული, ნეტავ ასეთი რა ხარ, ვინა ხარ, მაოცებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მინდა მწედ ჰყავდე ამ საქართველოს და უერთგულო კუბოს კარამდის, ერს წარმოადგენ, ვიდრე ჯანმრთელობ, ერს - თვით ,,ვეფხვის და მოყმის ბალადის“.
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება უკვე ნახული, სხვა გოგონებზე ბევრად წინა ხარ, მანცვიფრებ, როგორც ოშკი, ხახული.

მუდამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები, მინდა კოცნებით კალთა აგივსო... წმინდა ქართულ გზას თუკი მიჰყვები, ჩვენში დარჩები სამარადისოდ!
ოთარ რურუა
2023
............................................................................................................................. ვნებიანი და ეშხიანი ხარ, ერთი შეხედვით მოარჩენ უძლურს, შენ თავმომწონე ამორძალი ხარ, ნუ დაიშანთავ ოღონდაც ძუძუს.
მე დაგიწნავდი ახლა შენ გვირგვინს, მაგრამ კეთებაც გამძნელებია, მწამს, ბედნიერი იქნება იგი - ვინც გადაგიწვენს მკლავზე ვნებიანს.

გოგომ შეიხსნა საკინძე
გოგომ შეიხსნა საკინძე, გამოაჩინა გულმკერდი, არ მსურდა თვალის მოწყვეტა, თუმც გუნდრუკს არც მას ვუკმევდი.
მადისაღმძვრელი მკერდი აქვს, საკოცნელ - საფერებელი, სიტურფე მისი ხვედრია, ეს გული - მისი მქებელი.
ოთარ რურუა
.....................................................................................................................
ის დრო გაფრინდა მტრედივით
ის დრო გაფრინდა მტრედივით - ერთს რომ ვეტრფოდი ალალი, მხიბლავდა თავის მერდინით, მხრებზე ჩამოშლილ დალალით.
თუმც არასოდეს ვნატრობდი გზას ია-ვარდით მოფენილს, მეც კი მზესავით ვათბობდი კოლხეთის ციდან მოფრენილს.
ახლა მიწასთან ვმეგობრობ, მიწის სურნელიც ტკბილია, მე რომ მიყვარდა-ის გოგოც ამ მიწის გამოზრდილია.
თუმც გაგვიფრინდა მტრედივით დრო-ტრფიალების, ბავშვობის, კვლავ მხიბლავს თავის მერდინით, თითქოს არც-როდის დავშორდით.
ოთარ რურუა
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს

| მონაცემები არ არის |
|
|