 | ავტორი: ხიჩიბა ჟანრი: პოეზია 9 მარტი, 2009 |
-ნეტა, ე წყალნ თავქვ რად მიდიანავ, -ჩვენაც ჩავუყვებით წყალსავითა, მოდი, აეს ყანწიც გადამისვი, არაყათ კიდევაც ამავიტან. -დადეგ! უკვე ცისპირ შამაგვემტვრა, კლოვ გავუგონთთდებით, არახელა. ეს თქვა,წეკვა ჩუმად გაახვია, ბოლ სულში ეცა და ჩაახველა. -მახსონს, ერთხან როსამ გადავლოთდი, დიაცმ, აღარ შასვავ დამაფიცა, ეხლა აღარვინ მყავ დამფიცები, აი ზენ აყრავა კუთვნილ მიწა. მერე ხელ ჭიქისკე გააცოცა, -ესივ შაუნდნასავ შამამბრუნავს, იმდენ მინახავო ცხოვრებაში, ამ გულს, ვეღარავინ გამიკურნავს. -მგონი, ამ წელს დიდ თოვლ გვემუქრების, უკვე ჩამოთეთრდა მთების წვერებ. სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ, აბა შვილ-ზლებს აქ რა გააჩერებს. უკვე, ჩვენ-ჩვენ დრო-ჟამ გადავძოვეთ, თმასაც გაერია თოვლისფერა, აღარც სიკვდილ-ოხერ აღარ მადის, ნეტა ღმერთმ როდისად დაგვიწერა. ისხდნენ, ღამეს მხრებზე ილეწავდნენ, ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ, მზე როდისღა ამოემთისწვერათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მაგარიიიიი! აუ რა მაგარია... მაგარიიიიი! აუ რა მაგარია...
29. ძლიან მგარიააა! საინტერესო! მომეწონა :) ძლიან მგარიააა! საინტერესო! მომეწონა :)
28. რაღაც განსაკუთრებული და მადლიანია! +777 შენ:) რაღაც განსაკუთრებული და მადლიანია! +777 შენ:)
27. რა გულმა იგრძნო და რა ხელმა დაწერა! საოცარია, ხიჩიბ! ვაჰ, ყისმათს თქვენსას, ხევსურნო, - თვალთ ცრემლი მამდის ქალასა... სიკვდილ სანატრელ გაგიხდათ - მუხლში ვეღარ გრძნობთ ძალასა... აღარცა შვილებს ახსოვხართ, აღარც შვილიშვილ-ზალასა!... რა გულმა იგრძნო და რა ხელმა დაწერა! საოცარია, ხიჩიბ! ვაჰ, ყისმათს თქვენსას, ხევსურნო, - თვალთ ცრემლი მამდის ქალასა... სიკვდილ სანატრელ გაგიხდათ - მუხლში ვეღარ გრძნობთ ძალასა... აღარცა შვილებს ახსოვხართ, აღარც შვილიშვილ-ზალასა!...
26. +2
და მეტიც ეკუთვნის! +2
და მეტიც ეკუთვნის!
25. კარგი ჩემგან!!! მშვენიერია!!! კარგი ჩემგან!!! მშვენიერია!!!
24. კარგია. მიყვარს ხევსურები! კარგია. მიყვარს ხევსურები!
23. მახსონს, ერთხან როსამ გადავლოთდი, დიაცმ, აღარ შასვავ დამაფიცა...
:) მახსონს, ერთხან როსამ გადავლოთდი, დიაცმ, აღარ შასვავ დამაფიცა...
:)
20. ჭირიმე შენი, ძარღვიანობაში5555 ჭირიმე შენი, ძარღვიანობაში5555
19. უხხხ, ჯიგრიანია ნამეტნავად :) უხხხ, ჯიგრიანია ნამეტნავად :)
18. დიალექტშია ეშხი! დიალექტშია ეშხი!
16. არანაირად, ეს დიალექტი უფრო ალამაზებს :) არანაირად, ეს დიალექტი უფრო ალამაზებს :)
15. მთის ხმა, კოლორიტი და პეიზაჟი! მთის ხმა, კოლორიტი და პეიზაჟი!
14. მთა და მთის ლექსები განსაკუთრებულად ხალასია!
ღამეს მხრებზე ილეწავდნენ, ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ, მზე როდისღა ამოემთისწვერათ.
:) მთა და მთის ლექსები განსაკუთრებულად ხალასია!
ღამეს მხრებზე ილეწავდნენ, ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ, მზე როდისღა ამოემთისწვერათ.
:)
13. კარგი ლექსია, ძალიან გამართული და უხარვეზო ლექსია. მავანთათვის ერთი ნაკლი ექნება - დიალექტიზმი, ჩემთვის პირიქით! კარგი ლექსია, ძალიან გამართული და უხარვეზო ლექსია. მავანთათვის ერთი ნაკლი ექნება - დიალექტიზმი, ჩემთვის პირიქით!
11. უუუფ, ძალიან მომეწონა! გაიხარე! დიიიიდი 5 შენ! უუუფ, ძალიან მომეწონა! გაიხარე! დიიიიდი 5 შენ!
10. :-* გენაცვალე მერაბ! ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ! :) :-* გენაცვალე მერაბ! ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ! :)
9. ღამეს მხრებზე ილეწავდნენ, ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ, მზე როდისღა ამოემთისწვერათ. -გენაცვალე...55555555 ღამეს მხრებზე ილეწავდნენ, ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ, მზე როდისღა ამოემთისწვერათ. -გენაცვალე...55555555
8. არც ალვანური,არც არხოტული:)პირაქეთულია.მადლობა ყველას. არც ალვანური,არც არხოტული:)პირაქეთულია.მადლობა ყველას.
7. და მაინც ვიტყვი, როცა აქ შემოვდივარ ისე ვხედავ ყველაფერს კადრებად, თითქოს იქ ვიყო, უუუუფ, რაც კარგია კარგია, ღმად ჩავისუნთქავ კიდევ ერთხელ და გავალ ახლა :) და მაინც ვიტყვი, როცა აქ შემოვდივარ ისე ვხედავ ყველაფერს კადრებად, თითქოს იქ ვიყო, უუუუფ, რაც კარგია კარგია, ღმად ჩავისუნთქავ კიდევ ერთხელ და გავალ ახლა :)
6. რამდენჯერ წავიკითხე სანამ შემოვიდოდი და... არვიცი რა გითხრა ისე მომწონს შენი ლექსები, ან რა საჭიროა რამე ვთქვა? :) უბრალოდ ხშირად მაიტანოდ მთის სუნთქა ვაჟო :-* რამდენჯერ წავიკითხე სანამ შემოვიდოდი და... არვიცი რა გითხრა ისე მომწონს შენი ლექსები, ან რა საჭიროა რამე ვთქვა? :) უბრალოდ ხშირად მაიტანოდ მთის სუნთქა ვაჟო :-*
5. არა ალვანური, არხოტიონი. მაგარი ხარ არა ალვანური, არხოტიონი. მაგარი ხარ
4. -დადეგ! უკვე ცისპირ შამაგვემტვრა, კლოვ გავუგონთთდებით, არახელა.
რა კარგია,ხიჩიბავ! -დადეგ! უკვე ცისპირ შამაგვემტვრა, კლოვ გავუგონთთდებით, არახელა.
რა კარგია,ხიჩიბავ!
3. ვაჰ, რა მშვენიერი ლექსია, როგორ მესიამოვნა. გაიხარე, ხიჩიბავ! ვაჰ, რა მშვენიერი ლექსია, როგორ მესიამოვნა. გაიხარე, ხიჩიბავ!
2. ბრწყინვალე ლექსია, ვენაცვალე ამ ლექსის დამწერს - უნიჭიერესია, ეტყობა! ყველაფერი ხალასია, ყველაფერი: თემატიკა, გამოსახვის საშუალებები, მხატვრული ქსოვილი, ლექსიკა და რა ვიცი, რაა! აღფრთოვანებული ვარ. ნეტავი ეხლა მაგ ბებერ ხევსურებსთან დამსვ ხევსურეთ, მასვ მწარე წყალი და მაფიხვნ, მაფიხვნ... ბრწყინვალე ლექსია, ვენაცვალე ამ ლექსის დამწერს - უნიჭიერესია, ეტყობა! ყველაფერი ხალასია, ყველაფერი: თემატიკა, გამოსახვის საშუალებები, მხატვრული ქსოვილი, ლექსიკა და რა ვიცი, რაა! აღფრთოვანებული ვარ. ნეტავი ეხლა მაგ ბებერ ხევსურებსთან დამსვ ხევსურეთ, მასვ მწარე წყალი და მაფიხვნ, მაფიხვნ...
1. ალვანური ხელწერაა! ალვანური ხელწერაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|