ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2023


გაყინული მარადისობა

  ღმერთო... ერთ წამში გავხმი. დავიფშვენი მტვრად. სიკვდილიც კი ვერ მოვასწარი, რომ გადამერჩინა თავი. ნაკუბოვარ მხარზე კუზად ამოსული ყველა ყვავილის უფერო გორგალი თვალებში მაფურთხებდა, მაგრამ დანაცრულს აღარ მქონდა თვალები.
  რეგინა! რეგინა! უგულო რეგინააააააააააააააააააააააააააა.............. ეს რა მიყავი........
  ახალ დღეს გილოცავო.
  ჩაიჩოჩე. შენს კუბოში უნდა ჩამატიო, რომ სადმე, თუ არსებობს, ღმერთი ვიპოვო და ყელი გამოვჭრა, რომ მოხროტინე სამყარო დაიქცეს და მისი სისხლით პირთამდე აივსოს ჩვენი კუბო, სადაც ასე ვიწროდ ვიქნებით; და თუ ვერ ვიპოვე და არ არსებობს მისი არსებობა, იმას მაინც ხომ გავიგებ, როგორია კუბოს შიგნიდან სახურავზე დაყრილი გოროხი მიწის ბელტების რახუნი და ჩემს ცეცხლმოკიდებულ სულს ჩავახუტებ შენს გაყინულ მარადისობას... უბედისწეროდ ცარიელი დარჩება აივანი, უსიგარეტისკვამლო და უერთმანეთისთვალებო; ჩვენი ცა, ჩვენი ყველა ციქვეშეთი და გაწყალდება ყველაფერი მყარი. შენს სიკვდილში შენივე სიცოცხლის ასვენია ბრალი. ჩემს სიკვდილშიც შენი სიცოცხლის... და ყველა სიცოცხლე შენით ცოცხლობდა და შენში. და ერთად გაწყალდა.
  ახლა ეს სიკვდილი მომილოცე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები