ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
7 თებერვალი, 2023


George Gordon Byron – Written After Swimming From Sestos to Abydos

ჯორჯ გორდონ ბაირონი - დაწერილი სესტოსიდან აბიდოსში გადაცურვის შემდეგ

დეკემბრის ღამის სუსხშიც მედგარი
გადაცურავდა ჰელესპონტს რათა
(ვის აღარ ახსოვს მითი ლეანდრის?)
გართობილიყო საყვარელ ქალთან.

გინდ ეღრიალა ზამთრის ქარიშხალს,
მიისწრაფოდა იქით და ჰერომ,
ერთხელ კოშკიდან გზა ვერ ანიშნა,
ჩაქრა ლამპარი საბედისწეროდ.

მისი მიბაძვა მეც მოვისურვე,
თუმც მაისია, ქარიც არ იძვრის,
ძლივს ვამოძრავებ ცურვით კიდურებს
და მივიკუთვნებ წოდებას გმირის.

თუ სიმართლეა ძველი თქმულება,
გადაუცურავს ბევრჯერ დინება,
ის ამტკიცებდა მის ერთგულებას,
მე კი საბრალოს მსურდა დიდება.

ძნელია განსჯა ჩვენი მგზავრობის,
ზენას მივანდობ გამოძიებას,
ის დაიღუპა ზღვაში დახრჩობით,
დამაუძლურა მე კი - ციებამ.

7 თებერვალი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ხს. დღე, 2023 წ.


George Gordon Byron – Written After Swimming From Sestos to Abydos

If, in the month of dark December,
Leander, who was nightly wont
(What maid will not the tale remember?)
To cross thy stream, broad Hellespont!

If, when the wintry tempest roar'd,
He sped to Hero, nothing loth,
And thus of old thy current pour'd,
Fair Venus! how I pity both!

For me, degenerate modern wretch,
Though in the genial month of May,
My dripping limbs I faintly stretch,
And think I've done a feat today.

But since he cross'd the rapid tide,
According to the doubtful story,
To woo, -- and -- Lord knows what beside,
And swam for Love, as I for Glory;

'Twere hard to say who fared the best:
Sad mortals! thus the gods still plague you!
He lost his labour, I my jest;
For he was drown'd, and I've the ague.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები