ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თუ ესტუმრებით თოჯინა ტვიდის (Cityმორგში) ქალაქის თავში წააწყდებით ლეშისფერ დროშას, ტვიდი რიგითი ემიგრანტია ოჰაიოს და გვამებს შორის ცდილობს იშოვოს დოპამინი...
პერსონა ნონგრანტს ძირითადად ხიბლავს სიმშვიდე, (გვამთა სურნელიც ხიბლს სძენს დილას, როცა იშლება,) და რაც არ უნდა მიულამბონ ტვიდის ნაჭრები, სულის სიბნელეს ვერაფერი ვერ ააჭრელებს.
ტვიდი ყოველთვის ზედმეტია- ყოველთვის!.. ყველგან!.. რითიც იხსნება მეგობრობა დეპრესიასთან, როდესაც ფოლაქნაკლულ ყვრიმალს ეტყობა ცრემლი სტუმტობს თაროზე დროდამტვერილ ეკლესიასტეს.
ტვიდის გონებას ძირითადად სევდა ბატონობს, და დადებითი ყველაფერი ყუთში პანდორას გადაინახა, უკვე სევდას ქვია პატრონი, გასაზიზღრებულს ჭრილობებიც მალე დატოვებს. * არავინაა - მტკაველობით მტვერი თაროზე, და უოლთ დისნეის C/D-ებთან სულის თარაზო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|