ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2023


ეს იყო ჩემი ცხოვრების კინო

ამ ქარს რა უნდა ,
მკვდარს რომ შემომდგა,
და დამტვრეული  ტოტებით მლეწავს ?
სულ ერთი არის ახლა ამაგლეჯ  ,
თუ დამიტოვებ სხეულზე ზეწარს -
მკვდარი  ვარ ,ღმერთო-
და განწირული
ისმის ჩემი ხმა  ბნელი  ხაროდან .
მეც ბედნიერი ვიყავი  ერთ  დროს,
მეც ვიღიმოდი ,
მეც მიხაროდა.
ეს იყო  ჩემი  ცხოვრების კინო,
გასდევდა მუდამ  ცრემლის ტიტრები .
როგორც  ჟანგისგან შეჭმული რკინა,
მიწაზე  ვგდივარ და მეფიქრები !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს