 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 6 აპრილი, 2023 |
ჩემნაირ გოგონებს ხმამაღლა ტირილი არ უყვართ. მოვარდნილ ცრემლებს, როგორც ქსოვილიდან ამოვარდნილ "თვლებს" ჯიუტად ჩააბრუნებენ და გუბდებიან. ჯიუტად აგრძელებენ დუმილის ქსოვასაც. ლოგინში წოლას, ბებიის ნაქსოვ ხალიჩაზე ურჩევნიათ ზურგით განერთხონ, ფართოდ გახელილი თვალებით განაგრძობენ გრძელი ღამეებს ძაფივით გორგალზე დახვევას...
ჩემნაირ გოგონებს ათიათასი იარლიყით მკაცრად ფუთავენ და მომავალში ყველა მცდელობა გაფრენისა კრახით მთავრდება, აღმოაჩენენ წინდაწინვე ძირში წაჭრილ ფრთებს, ამიტომ ხშირად ურჩევნიათ ხის ძველ სახლებში, ხის ჭიებივით ღამ-ღამობით ფქვან ყველა სევდა, ხოლო სისხამზე, სულის შებერვით გადაფანტონ, უბრალოდ აღდგნენ...
ჩემნაირ გოგონებს გაქცევაც არ უყვართ რატომღაც, არც საკუთარი ჩრდილი აშინებთ სავსე მთვარისას, არც წვიმა ქარში მოვარდნილი, სახეს უშვერენ. ხოლო როდესაც ივსებიან, თავის უშობელ ცრემლებში მტკნარდებიან , არსად გარბიან. თვალს უსწორებენ სარკეში მეს და ასე დროდადრო უჟმურ ლექსებად გადმოდიან, დაგუბებამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უშობელი - პატარა ხბოს არ ჰქვია? ასე მახსოვდა. სიტყვაჰჟმური რა კარგად ზის! ვისურვებდი, თავფურცელზე გასულიყო და ფრიადს მაინც არ ვტოვებ. ეს ახლა მოდაშია, რაღაცის გაკეთების უფლება გაქვს, შეგიძლია, მაგრამ სხვას/ სხვებს აკრიტიკებ საჯაროდ. უშობელი - პატარა ხბოს არ ჰქვია? ასე მახსოვდა. სიტყვაჰჟმური რა კარგად ზის! ვისურვებდი, თავფურცელზე გასულიყო და ფრიადს მაინც არ ვტოვებ. ეს ახლა მოდაშია, რაღაცის გაკეთების უფლება გაქვს, შეგიძლია, მაგრამ სხვას/ სხვებს აკრიტიკებ საჯაროდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|