ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: საბავშვო
22 თებერვალი, 2023


გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან

თუ ბავშვი ბედნიერია, ყველა ბედნიერია: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, მამიდა, დეიდა, ბიძია და ასე შემდეგ.

როგორც ანტუან ეგზიუპერი ამბობს: „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“.

მშობელი არ ვარ, მაგრამ ბავშვები ისე მიყვარან, როგორც გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს უყვარდა ლიტერატურა.

გიზო ნიშნიანიძეს თავის წიგნში „პაემანი ვერაზე“ ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„თქვენს გულში ვზივარ და სულ ვწუხდი, ამ ოქროს ხელიდან გაშვებას,
ქედს ვუხრი...
ხარკს ვუხდი ყველაზე დიდ მეფეს -
მის უ დ ი დ ე ს ო ბ ა ს,
მის უ წ მ ი ნ დ ე ს ო ბ ა ს,
მის უ გ ი ჟ ე ს ო ბ ა ს,
მის უ ც ი გ ნ ე ს ო ბ ა ს,
მის უ ტ კ ბ ი ლ ე ს ო ბ ა ს...
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ს!“

ამ ბოლო დროს საბავშვო ლექსების წერას მოვუხშირე. ადრე მსაყვედურობდნენ: „ბავშვებზე რატომ არ წერო“... ???? ახლა აღარ მსაყვედურობენ: „გამოსწორებულხარო“. ????

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მინდა მყავდეს გოგონა
დედასავით ლამაზი,
სწამდეს ტუჩებკოკორას
სიყვარული მამასი.

თუ ოდესმე ღვთის ნებით
მეც მეყოლა გოგონა,
ჩემი სუნთქვა იქნება,
ჩემი ჭიაკოკონა.

თუმც არ მქვია მშობელი,
მეც მიყვარან ბავშვები...
მათთვის ყველგან ყოველთვის
უთქმელადაც დავშვრები.

ცრემლებჩამდგარ თვალებში
ცრემლებს კოცნით მიშრობენ,
ბავშვებისთვის წყალობას
შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს.

მინდა მყავდეს გოგონა
შვლის ნუკრივით ლამაზი,
სწამდეს ტუჩებკოკორას
ერთგულება მამასი.

თუ მეყოლა გოგონა,
მას დავარქმევ მარიამს...
გოგონები მამიკოს
კუდრაჭები არიან.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები