ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 მარტი, 2023


John Keats - To Fanny

ჯონ კიტსი - ფანის

წყალობასა და შენდობას გთხოვ, ო, სიყვარულო,
შემბრალე ტრფობას, არ სჩვევია რასაც წვალება,
იმ გულწრფელ გრძნობას - ორპირობას რომ არ კადრულობს
და რაც შენიღბვით არასდროს არ შეიბღალება!

ნება მომეცი, ჩაგიკონო მადლით ცხებული,
გვედრი დამატკბო სინარნარით ტანკენარების,
ღვთიური თვალით, ნაზი მკლავით, ტურფა სხეულით,
სიამეს მგვრიდეს თბილი მკერდი სანეტარები!

არ დაიშურო შენი განძი, ნურც გამიწყრები,
სიცოცხლე რადგან ჩალად მიღირს შენგან მოკიცხარს,
თორემ თუ სიკვდილს გადავურჩი განაწირები,
მოცალეობის დამტანჯველი ნისლი მომიცავს,

უმიზნო გონი რადგან ვეღარ გაიწაფება,
სიბრმავე დაშრეტს სიხალისეს და მისწრაფებას!

2 მარტი, 2023 წ.


John Keats - To Fanny

I cry your mercy—pity—love! Aye, love!
Merciful love that tantalizes not,
One-thoughted, never-wandering, guileless love,
Unmasked, and being seen—without a blot!

O! let me have thee whole,—all—all—be mine!
That shape, that fairness, that sweet minor zest
Of love, your kiss,—those hands, those eyes divine,
That warm, white, lucent, million-pleasured breast,—

Yourself—your soul—in pity give me all,
Withhold no atom’s atom or I die,
Or living on perhaps, your wretched thrall,
Forget, in the mist of idle misery,

Life’s purposes,—the palate of my mind
Losing its gust, and my ambition blind!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები