 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 10 მარტი, 2009 |
ეს ტექსტი პორტალიდან '''ლიტერატურა გე'' გადმომაქვს , მცირეოდენი შემოკლებით. ჩავთვალე,რომ მიზანშეწონილი იყო აქ მოთავსება,რადგან გარდა კერძო გამოხმაურებისა,იმგვარ საკითხებზე მოკლე მსჯელობასაც შეიცავს,რაც პრობლემურია თანამედროვე ახალგაზრდა ავტორებისათვის.ოდესმე ალბათ გადავამუშავებ და განვავრცობ კიდეც ბეჭდური სახის მისაცემად.მანამდე კი ინტერესით დაველოდები საიტის მკითხველთა გამოხმაურებებს,რაც დამეხმარება სწორი სტრატეგიის არჩევაში.
ადამ კადმონი:-ქალბატონო ნინო! ...მე მჯერა რომ არსებობს შთაგონება,რომელიც არის შემოქმედებითი წვის განმაპირობებელი და ხელოვნებაც სწორედ ამ გზით ი ბ ა დ ე ბ ა-თქვენ ერთგან თავად გაქვთ აღნიშნული,მომიტევეთ,ზუსტად არ მახსოვს თუ სად,რომ ”შთაგონებით არასოდეს ყოფილხართ განებივრებული” (მგონი,ზუსტად ამ სიტყვებით წერდით),ამიტომაც ლოგიკურია თქვენი პოზიციაც!თავისთავად თუნდაც ”ექსპლიკაცია” რაიმე იდეისა შეიძლება გახდეს სტიმულატორი შემოქმედებითი პროცესის,მაგარამ თუკი-არა და დარჩა ამ პროცესის სიმულირებად,როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოთ თქვენ ან ვინმე სხვა,ხელოვნურობის მომენტი ლექსს ყოველთვის ეტყობა-შეიძლება ეს ხარვეზი შეამცირო,მაგრამ ვერასოდეს გააქრობ ბოლომდე;თამამი ნათქვამია,მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ...
ნინო დარბაისელი: - მე არასოდეს მითქვამს ან დამიწერია,რომ შემოქმედებითი პროცესისათვის საჭირო არ არის შთაგონება, /ინსპირაცია/ ან საგანგებო განწყობა/ინტენცია/. არც ის მითქვამს,რომ თავად მხოლოდ აზროვნებაზე დაყრდნობით ვქმნი/ვქმნიდი საკუთარ ლექსებს. / სხვადასხვაგვარი თხზვის ტექნიკის დასაუფლებელ ვერსიფიკაციულ სავარჯიშოებსაც კი ვერ გავართმევდი თავს მათ გარეშე/. ამ მნიშვნელოვანი საფუძვლების გარდა ,კიდევ უამრავი სხვა რამ მონაწილეობს ლექსის შექმნისას. არიან ადამიანები,რომელთაც ხშირად ექმნებათ ლექსის წერის განწყობა,არიან ისეთნიც, იშვიათად რომ ''ეწვევათ'' მუზა - მეც ამ ტიპს მივეკუთვნები,ეს მაქვს აღნიშნული ვგონებ,ოცი წლის წინ გამოქვეყნებულ ესსეში ''ჩემი სიყვარულის პწკარედი'',შემდგომაც არასოდეს დამიმალავს მკითხველისათვის /ამიტომ მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული მთელი ცხოვრების მანძილზე სულ 72 ლექსი/. ეს - ჩემი ''მოკრძალებული'' თვითპიარი. ახლა - საქმეზე! პოეტურ შთაგონებასა და განწყობას/ანუ ინსპირაციასა და ინტენციას/ ,ჩვეულებრივ,შედეგად მოაქვს პირველადი პროდუქტი, წერილობითად /ფურცელზე ან კომპ.-ში/ დაფიქსირებული ''პრე პოემი'',რომელიც პოეზიის,სიტყვიერი ხელოვნების ნიმუშად რომ იქცეს, ექსპლიცირებას საჭიროებს. ექსპლიცირების პროცესი,მისთვის მზადებაც კი არ არის სავსებით ცნობიერი .მასში ქვეცნობიერ-ცნობიერ დინებათა მთელი კომპლექსია ჩართული. და აქ ავტორს უხდება არაერთი არჩევანის გაკეთება ,სიტყვათა კოლექსია ანუ თავმოყრა,სელექსია,ანუ შერჩევა, უარის თქმა თავისთავად ღირებულ არაერთ მომენტზე,რომელიც ლექსს,როგორც ორგანულ მთლიანობას საბოლოოდ ხელს შეუშლის . და ა.შ.,მაგრამ ბოლოს დგება სავსებით ცნობიერი მომენტი:თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ,პასუხსაგები გადაწყვეტილება ავტორისა, მიიჩნიოს თუ არა საკუთარი ტექსტი მზად იმისათვის,რომ ამ ტექსტმა შემქმნელისაგან დამოუკიდებელი არსებობა შეძლოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ავტორი ახდენს ტექსტის ლეგიტიმაციას. მცირე ანუ ვიწრო ლეგიტიმაციაა ლექსის გაცნობა ერთი ან ორიოდე ახლობელი ადამიანისათვის. დიდი ანუ ფართო ლეგიტიმაციაა ზეპირად,მეტ-ნაკლებად ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა,ხოლო ლიტერატურული ლეგიტიმაციაა ტექსტზე საკუთარი სახელის/ ფსევდონიმის დაფიქსირება და გავრცელება/გამოქვეყნება - უწინ ხელნაწერის სახით,შემდგომ ბეჭდურად,ახლა ინტერნეტის მეშვეობით. პოეზიის ისტორიაში ცნობილია ფაქტები,როდესაც ვიწრო ლეგიტიმაციაგავლილი ლექსი შექმნიდან ათწლეულების ,ან ავტორის გარდაცვალების შემდეგ,საუკუნის გასვლისას გამხდარა ფართოდ ლეგიტიმური ,სხვა აღმომჩენების წყალობით./ქართული სინამდვილიდან გავიხსენოთ :ნიკოლოზ ბარათაშვილის ფართო ლეგიტიმაცია მოხდა მას შემდეგ,როდესაც ეკატერინე დადიანისგან ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტატოს ლექსები,ჩამოიტანა საქართველოში და ბეჭდურად გამოაქვეყნა,შექმნიდან დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ/. როდესაც ვხედავ,რომ პორტალზე მოთავსებული ტექსტი არ არის მოწესრიგებული თუნდაც გარეგნულ დონეზე,როგორც არაერთგზის აღმინიშნავს,მექმნება შთაბეჭდილება,რომ ანონიმი ავტორი ან უმწეო აღმოჩნდა,მისთვის მოევლო , ან ,უბრალოდ,დაუდევარი და უზრუნველად მოიშორა ლექსი ,პირდაუბანელი , ხელისკვრით შემოაგდო პორტალზე. ''ხელოვნურობის მომენტი ყოველთვის ემჩნევა ლექსს''- ბრძანებთ თქვენ.მე კი ვფიქრობ,რომ ხელოსნურობის,თეთრი ბლანდები შეიძლება დაემჩნეს ლექსს,მაგრამ პოეტური ხელოვნება სწორედ ისაა,როცა ლექსს აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კრიტიკა კარგია,მაგრამ ზედმეტი არა!. ყველას თავისი ხედვა აქვს და მგრძნობელობა. შეკვეთით ლექსს ვერ დაწერ. კრიტიკა კარგია,მაგრამ ზედმეტი არა!. ყველას თავისი ხედვა აქვს და მგრძნობელობა. შეკვეთით ლექსს ვერ დაწერ.
11. ლეგიტიმაციაზე დავფიქრდი ლეგიტიმაციაზე დავფიქრდი
10. წავიკითხე და.. ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას.. ჩემი აზრით პოეტობა არ ისწავლება.. პოეტად უნდა დაიბადო კაცი და.. შთაგონებაზე თუ ვილაპარაკებთ - ცხოვრებაა ყველაზე დიდი შთაგონება.. როგორც გირტყამს ეს ცხოვრება.. ისე წერ შენც.. მურმან ლებანიძის ლექსი გამახსენდა ამ თემაზე დაწერილი.. რამდენი რამე სჭირდება ნამდვილ პოეტსო.. რომ კითხულობს.. გამოთქმულია იქ ათასი მოსაზრება და ამთავრებს ბოლოს გალაკტიონი - ნიჭი.. ძამიკო.. ნიჭიო.. ეგ არის ყველაფერი.. შეიძლება დაეუფლო ლექსის შექმნის ყველა ხელოვნებას.. შეიძლება სრულყოფილი იყოს ტექსტი.. ტექნიკურად.. შეიძლება იყოს სიტყვათა იდეალური კოლექსია და სელექსია.. არ იყოს არცერთი პუნქტუაციური თუ სხვა დარღვევა.. მაგრამ.. მანეკენივით იყოს ნაწარმოები.. უსულო.. ვერ ვერაფერი მოგცეს და ვერც ტკივილი დაგიამოს.. მე პირადად.. როცა.. პოეზიაზე ვლაპარაკობ ან ვწერ რამეს.. უპირველესად ემოციას ვანიჭებ უპირატესობას.. ამით იმის თქმა არ მინდა.. რომ.. გაუმართავი და აბურდულ-დაბურდული ტექსტები ვწეროთ.. არა.. ვამბობ იმას.. რომ.. აქედან უნდა ამოვიდეთ.. აქედან უნდა დავიწყოთ პოეზიაზე ლაპარაკი.. სული უნდა ჰქონდეს ნაწერს.. სუნთქვის ხმა უნდა გესმოდეს.. და.. მერე შეიძლება დანარჩენზეც ვიფიქროთ..
გავხედე ყარაიაზე - ორი ირემი სძოვდაო... მე დიდი გამოვარჩიე, თურმე პატარა სჯობდაო. წავიკითხე და.. ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას.. ჩემი აზრით პოეტობა არ ისწავლება.. პოეტად უნდა დაიბადო კაცი და.. შთაგონებაზე თუ ვილაპარაკებთ - ცხოვრებაა ყველაზე დიდი შთაგონება.. როგორც გირტყამს ეს ცხოვრება.. ისე წერ შენც.. მურმან ლებანიძის ლექსი გამახსენდა ამ თემაზე დაწერილი.. რამდენი რამე სჭირდება ნამდვილ პოეტსო.. რომ კითხულობს.. გამოთქმულია იქ ათასი მოსაზრება და ამთავრებს ბოლოს გალაკტიონი - ნიჭი.. ძამიკო.. ნიჭიო.. ეგ არის ყველაფერი.. შეიძლება დაეუფლო ლექსის შექმნის ყველა ხელოვნებას.. შეიძლება სრულყოფილი იყოს ტექსტი.. ტექნიკურად.. შეიძლება იყოს სიტყვათა იდეალური კოლექსია და სელექსია.. არ იყოს არცერთი პუნქტუაციური თუ სხვა დარღვევა.. მაგრამ.. მანეკენივით იყოს ნაწარმოები.. უსულო.. ვერ ვერაფერი მოგცეს და ვერც ტკივილი დაგიამოს.. მე პირადად.. როცა.. პოეზიაზე ვლაპარაკობ ან ვწერ რამეს.. უპირველესად ემოციას ვანიჭებ უპირატესობას.. ამით იმის თქმა არ მინდა.. რომ.. გაუმართავი და აბურდულ-დაბურდული ტექსტები ვწეროთ.. არა.. ვამბობ იმას.. რომ.. აქედან უნდა ამოვიდეთ.. აქედან უნდა დავიწყოთ პოეზიაზე ლაპარაკი.. სული უნდა ჰქონდეს ნაწერს.. სუნთქვის ხმა უნდა გესმოდეს.. და.. მერე შეიძლება დანარჩენზეც ვიფიქროთ..
გავხედე ყარაიაზე - ორი ირემი სძოვდაო... მე დიდი გამოვარჩიე, თურმე პატარა სჯობდაო.
8. საინტერესოა ძალიან! საინტერესოა ძალიან!
7. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მათი შრომა, რატომაც არა.
მთავარია, ახალგაზრდა ავტორებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ამ ყველაფერმა, თორემ, ისე, ყველას თავისი ხედვა და ინტერესები აქვს ლიტერატურაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სფეროში.
უბრალოდ, როცა საკუთარ აზრს ვაფიქსირებ, ჩემთვის პრიორიტეტი არ აქვთ ავტორიტეტებს.
ქალბატონი ნინოსადმი პიროვნული პატივისცემის მიუხედავად. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მათი შრომა, რატომაც არა.
მთავარია, ახალგაზრდა ავტორებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ამ ყველაფერმა, თორემ, ისე, ყველას თავისი ხედვა და ინტერესები აქვს ლიტერატურაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სფეროში.
უბრალოდ, როცა საკუთარ აზრს ვაფიქსირებ, ჩემთვის პრიორიტეტი არ აქვთ ავტორიტეტებს.
ქალბატონი ნინოსადმი პიროვნული პატივისცემის მიუხედავად.
6. გული არ გაიტეხო, თეა. იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ლოგიკითაც ლიტარატურათმცოდნეები და კრიტიკოსები მიადგებიან ხოლმე ლექსს, ამნაირი მიდგომა, რა თქმა უნდა, "არალოგიკურად მოაზროვნეობაა".
თუმცა მე მათ შრომას მაინც დიდ პატივს ვცემ და სათანადოდაც ვაფასებ. გული არ გაიტეხო, თეა. იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ლოგიკითაც ლიტარატურათმცოდნეები და კრიტიკოსები მიადგებიან ხოლმე ლექსს, ამნაირი მიდგომა, რა თქმა უნდა, "არალოგიკურად მოაზროვნეობაა".
თუმცა მე მათ შრომას მაინც დიდ პატივს ვცემ და სათანადოდაც ვაფასებ.
5. '' აუუ, დავიღალეეე... რად უნდა ლექსს, თუკი იგი მართლა ლექსია, ამდენი ჩხირკედელაობააა?''
ზუსტად იგივე აზრი ვუთხარი, ბატონო მიშა, რამდენიმე დღის წინ ქ-ნ ნინოს, ერთ-ერთი ავტორის ლექსზე. თუ ეს პოეზიაა, რად სჭირდება ამდენი მტკიცება, რომ ლექსია-მეთქი და ''არალოგიკურად მოაზროვნის'' სტატუსი ''დავიმსახურე'', ჩემდა გასაოცრად. `` აუუ, დავიღალეეე... რად უნდა ლექსს, თუკი იგი მართლა ლექსია, ამდენი ჩხირკედელაობააა?``
ზუსტად იგივე აზრი ვუთხარი, ბატონო მიშა, რამდენიმე დღის წინ ქ-ნ ნინოს, ერთ-ერთი ავტორის ლექსზე. თუ ეს პოეზიაა, რად სჭირდება ამდენი მტკიცება, რომ ლექსია-მეთქი და ``არალოგიკურად მოაზროვნის`` სტატუსი ``დავიმსახურე``, ჩემდა გასაოცრად.
4. აუუ, დავიღალეეე... რად უნდა ლექსს, თუკი იგი მართლა ლექსია, ამდენი ჩხირკედელაობააა?
ისე კადმონს სწორად დაუსვამს საკითხი: " ...მე მჯერა რომ არსებობს შთაგონება,რომელიც არის შემოქმედებითი წვის განმაპირობებელი და ხელოვნებაც სწორედ ამ გზით ი ბ ა დ ე ბ ა..." მორჩა და გათავდა!
ცუდად არ გამიგოთ, დებორა! აუუ, დავიღალეეე... რად უნდა ლექსს, თუკი იგი მართლა ლექსია, ამდენი ჩხირკედელაობააა?
ისე კადმონს სწორად დაუსვამს საკითხი: " ...მე მჯერა რომ არსებობს შთაგონება,რომელიც არის შემოქმედებითი წვის განმაპირობებელი და ხელოვნებაც სწორედ ამ გზით ი ბ ა დ ე ბ ა..." მორჩა და გათავდა!
ცუდად არ გამიგოთ, დებორა!
3. ქალბატონო, ნინო, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს თქვენი ეტიუდი- დიალოგი. განსაკუთრებით, პოეტურ შთაგონებასა და განწყობაზე /ანუ ინსპირაციასა და ინტენციაზე/ როცა საუბრობთ. გეთანხმებით, რომ შთაგონება და განწყობა თითქმის არ იმართება ცნობიერად... და ამასთან ის შეიძლება, ერთი შეხედვით ,,ხელოვნურადაც'' იქნეს გამოწვეული... მაგრამ მათავარი მერე იწყება , ანუ როცა იქმნება ლექსის სიტყვიერი ქსოვილი... როცა არჩევანის წინაშე დგახარ და ცნობიერსა და ქვეცნობიერს, კიდევ რაღაც შინაგან წონასწორობასა და მე ვიტყოდი ,,ყურს'' უსმენ...ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ლექსის ექპლიცირება.... თუმც დამეთანხმეთ, რომ ხდება ისეც, როცა თითქმის არაფერი არ სჭირდება... ანუ, მე ვიტყოდი, როგორც მოვარდა ლექსი, ისე დარჩა... და ავტორისათვის სწორედ ამ მომენტის განწყობის დაფიქსირებაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ექსპლიცირების შედეგად მიღებული რაღაც... თუმც სავსებით დაგეთანხმებით იმაში, რომ ლეგიტიმაცია ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია ავტორისათვის და მან მკითხველს და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს არ უნდა აკადროს დაუდევრად დაუმუშავებელი ტექსტი... პოეტური ხელოვნება კი, ისე როგორც ყოველგვარი ხელოვნება, საინტერესო კია შექმნის პროცესში, მაგრამ ლექსი, მაშინ არის ლექსი და ამაში ნამდვილად დაგეთანხმებით, როცა მას ,,აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა''. :) პატივისცემით.... ქალბატონო, ნინო, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს თქვენი ეტიუდი- დიალოგი. განსაკუთრებით, პოეტურ შთაგონებასა და განწყობაზე /ანუ ინსპირაციასა და ინტენციაზე/ როცა საუბრობთ. გეთანხმებით, რომ შთაგონება და განწყობა თითქმის არ იმართება ცნობიერად... და ამასთან ის შეიძლება, ერთი შეხედვით ,,ხელოვნურადაც`` იქნეს გამოწვეული... მაგრამ მათავარი მერე იწყება , ანუ როცა იქმნება ლექსის სიტყვიერი ქსოვილი... როცა არჩევანის წინაშე დგახარ და ცნობიერსა და ქვეცნობიერს, კიდევ რაღაც შინაგან წონასწორობასა და მე ვიტყოდი ,,ყურს`` უსმენ...ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ლექსის ექპლიცირება.... თუმც დამეთანხმეთ, რომ ხდება ისეც, როცა თითქმის არაფერი არ სჭირდება... ანუ, მე ვიტყოდი, როგორც მოვარდა ლექსი, ისე დარჩა... და ავტორისათვის სწორედ ამ მომენტის განწყობის დაფიქსირებაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ექსპლიცირების შედეგად მიღებული რაღაც... თუმც სავსებით დაგეთანხმებით იმაში, რომ ლეგიტიმაცია ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია ავტორისათვის და მან მკითხველს და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს არ უნდა აკადროს დაუდევრად დაუმუშავებელი ტექსტი... პოეტური ხელოვნება კი, ისე როგორც ყოველგვარი ხელოვნება, საინტერესო კია შექმნის პროცესში, მაგრამ ლექსი, მაშინ არის ლექსი და ამაში ნამდვილად დაგეთანხმებით, როცა მას ,,აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა``. :) პატივისცემით....
2. როდესაც ვხედავ,რომ პორტალზე მოთავსებული ტექსტი არ არის მოწესრიგებული თუნდაც გარეგნულ დონეზე,როგორც არაერთგზის აღმინიშნავს,მექმნება შთაბეჭდილება,რომ ანონიმი ავტორი ან უმწეო აღმოჩნდა,მისთვის მოევლო , ან ,უბრალოდ,დადაუდევარი და უზრუნველად მოიშორა ლექსი ,პირდაუბანელი , ხელისკვრით შემოაგდო პორტალზე. ''ხელოვნურობის მომენტი ყოველთვის ემჩნევა ლექსს''- ბრძანებთ თქვენ.მე კი ვფიქრობ,რომ ხელოსნურობის,თეთრი ბლანდები შეიძლება დაემჩნეს ლექსს,მაგრამ პოეტური ხელოვნება სწორედ ისაა,როცა ლექსს აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა.
თქვეწნ მართალი ხართ ალბათ..... ძალიან საინტერესო იყო და სულმოუთქმელად ჩავიკითხე, მადლობა ქალბატონ ნინოს ვერც წარმოიდგებნთ როგორ მასიამოვნეთ.....ჩემი საცოდავი ლექსები სულასე "ხელისკვრით" არის შემოგდებული:)) ხოდა ბევრი მენიშნა აქ მე.... როდესაც ვხედავ,რომ პორტალზე მოთავსებული ტექსტი არ არის მოწესრიგებული თუნდაც გარეგნულ დონეზე,როგორც არაერთგზის აღმინიშნავს,მექმნება შთაბეჭდილება,რომ ანონიმი ავტორი ან უმწეო აღმოჩნდა,მისთვის მოევლო , ან ,უბრალოდ,დადაუდევარი და უზრუნველად მოიშორა ლექსი ,პირდაუბანელი , ხელისკვრით შემოაგდო პორტალზე. ``ხელოვნურობის მომენტი ყოველთვის ემჩნევა ლექსს``- ბრძანებთ თქვენ.მე კი ვფიქრობ,რომ ხელოსნურობის,თეთრი ბლანდები შეიძლება დაემჩნეს ლექსს,მაგრამ პოეტური ხელოვნება სწორედ ისაა,როცა ლექსს აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა.
თქვეწნ მართალი ხართ ალბათ..... ძალიან საინტერესო იყო და სულმოუთქმელად ჩავიკითხე, მადლობა ქალბატონ ნინოს ვერც წარმოიდგებნთ როგორ მასიამოვნეთ.....ჩემი საცოდავი ლექსები სულასე "ხელისკვრით" არის შემოგდებული:)) ხოდა ბევრი მენიშნა აქ მე....
1. პოეტური ხელოვნება სწორედ ისაა,როცა ლექსს აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა.
პოეტური ხელოვნება სწორედ ისაა,როცა ლექსს აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|