 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 15 მარტი, 2023 |
#ეტიუდები
ნინო დარბაისელი
პატრიოქტავები
ოთხმოციან წლებში კრებულს გვარიგებდა ვიღაც ბრძენი, წინ გზააო ორმოცი წლის, ადრეაო სიხარული. მონობაში დაბადებულს დაეზარდოს უნდა ძენი, რადგან თავად ვერ მოიცლის - - ოფლით სახედაღარული.
რამდენ ცეცხლში გამოიწვი და რამდენი კვლავ მოგედო, რამდენ რამეს გაუძელი! ვინ შესძლებდა ქვეყნად ამდენს? არც ფოთოლი, აღარც წიწვი არ გიჩანდა საიმედო, თუმც ფეთქავდა - ფესვი ძველი. რაღა დაგრჩა ორმოც წლამდე?
დავბერდით და დავიღალეთ ძველებს რაღა შეგვიძლია? სხვა თაობა კარს მოგადგა, ორი ხელით მჭერი ქადის, უკვე ჩანან შინ თუ გარეთ. კვლავ სიხარბემ თუ არ სძლია. ბევრჯერ შევცდი დღემდე რადგან, ჯერ არც ვიცი, რას გიქადის.
სიწმინდეც რომ გქონდეს შველის, სულ ამაოდ ფლანგე დრონი, გაგიცუდდა თადარიგი, თვალი ცრემლით დაიოსე. მარტო წლები რას გიშველის, თუ არ გიძღვის მაღლით “იგი”, მთქმელი - არ გყავს აარონი, წინამძღოლი - არ გვყავს მოსე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა. იდოს ფორმის სქემა მაინც, იქნებ ვინმეს გამოადგეს. კარგი თაობა მოდის, ალღოიანი. რიტმიული საზომი: დიდ ცეზურასთან გაკვეთილი მაღალი შაირი სტროფიკა და გარითმვის სქემა: 4 - 8 (ABCDABCD)
მადლობა მუხა. იდოს ფორმის სქემა მაინც, იქნებ ვინმეს გამოადგეს. კარგი თაობა მოდის, ალღოიანი. რიტმიული საზომი: დიდ ცეზურასთან გაკვეთილი მაღალი შაირი სტროფიკა და გარითმვის სქემა: 4 - 8 (ABCDABCD)
1. შესაშური ნაწერია, ძალიანი მომეწონა., როგორი სიღრმე და სიბრძნეა. შესაშური ნაწერია, ძალიანი მომეწონა., როგორი სიღრმე და სიბრძნეა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|