ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2023


*****

ვიცი ეს ლექსი საიდანაც იღებს სათავეს
მაგრამ არ ვიცი რომელ ზღვაში ჩაედინება,
მოგონებები ერთფეროვან  დღეებს  კაფავენ
რომ არ იცეკვონ თოვლის თეთრმა ბალერინებმა...

და გაიყოლონ მიძინების დღესასწაულზე
უკანასკნელი ამოსუნთქვის ხმა ტანმაღალი,
როცა ყველაფერს საბოლოოდ დააპაუზებს
აყივლებული მესამეჯერ ჩვენი მამალი...

არც დრო შეგვირჩენს, არც სიტყვები თბილი კაცდამი
სურვილისამებრ ვინ დაუკრავს აბა როიალს?
თქვენს წინაშეა მონაცრისფერო შიშის პლაცდარმში
ამოგანგლული ღამეების ბუტაფორია....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები