ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2023


ბედნიერი იქნება მწამს: ის მანდილოსანი


ხშირად მეკითხებიან: ,,ჩემო ოთარ, როგორ ხარ?“
არა მიშავს... მივიწევ მთამსვლელივით წინაო,
გულში ისევ ჩამესმის მონატრებულ გოგოს ხმა:
,,ნეტავ, ახლა, პოეტო, შენთან დამაწვინაო“.

ბედნიერი იქნება მწამს: ის მანდილოსანი -
რომელიც ჩემს მკლავებში აღმოჩნდება... დამკოცნის,
მისთვის მუდამ ვიქნები სიყვარულის მგოსანი,
ისარივით ჩერქეზის არასოდეს გამტყორცნის.

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები