 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2023 |
#ლექსები
ეს - თავიდან ეტიუდად ჩავიფიქრე: კონვენცია 8//7 (AAAA, BBBB., CCCC, EEEE, FFFF, GGGGGGGGOOG) საკმაოდ რთული დასაძლევი ფორმაა და კარგად ავარჯიშებს კალამს. თემა: ერთი ჩემივე, ცხრა წლის წინ გამოქვეყნებული სტატია შემხვდა (ნინო დარბაისელი, ჩემმა ქმარმა სიყვარულით ბარ-საკვეთითა მცემაო”, გ. 24 საათი, 2014, 15 ნოემბერი) და ის გავრითმე. რას არ გაგაკეთებინებს უსაქმურობა! ეს იმ შემთხვევათაგანია, ბოლოს რომ ლექსად მომეწონა.
ნინო დარბაისელი
ხმა ამოიღეთ, ქალებო!
ქალობა - უცნაურობა, კაცობა - გასაკვირი. აწ ჩავლილ სიყვარულებზე არ ითქმებაო ძვირი, არადა, გამახსენდება და სიჩუმეში ვტირი… როგორი იყო?! -გინახავთ სადმე ფრთიანი ვირი?
მეუბნებოდა: - გუშინდელს ნუ გამახსენებ, რადგან ის ჩავლილია, წარსული, ახლა სხვა ჟამი დადგა, რა საყვედურებს ახვავებ, ერთიც არ მახსოვს მათგან, რამე წაგართვი, მომხედე! აბა, რა გამომადგა!
- მთვრალს რაზე ებაასები, ცოტა გონებას უხმე, რა გიპასუხოს უგონომ, მარტო “ახ, მე “და “უხ, მე?” რა გითხრას, მთვრალი რად დადის სადაგია თუ უქმე? შენი ბრალია! არ გიყვარს, გული შენ გადაუხმე!”
- მეუბნებოდნენ ყოველმხრივ. საქართველოა ესო, ჩვენში აქ, ქალის ხვედრია ასე - საუკეთესო, შეხედე, იმათ, არგამძლებთ, თავს რა გაუკეთესო. კაცმა ბოროტი მოგაგო?! სიკეთე უნდა თესო!
ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი. გამოცდილები ამბობდნენ, წყვილს არიგებსო სექსი, ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი ვყოფილვარ, იმ დროს ვის ჰქონდა საყლაპად სუბოტექსი?
ვშიშობდი, ხმა არ დამეძრა, ვაითუ მოვეკალი, ამას, რას ვამბობ?! გავგიჟდი? პირი მაქვს მოსაკალი! მე თავს ვუშველე, გამოვდექ ჩემივე მაჭანკალი. რა გიკვირთ, დღემდე ასეა ჩვენში მრავალი ქალი!
სუფრა სხვას ხვდება, გერგებათ ვიღაცის ნასუფრალი? კაცი თუ გედიდგულებათ, ფხიზელია თუ მთვრალი, დე, გახდეს ყველა საოხრე - წინასწარ ნაოხრალი, ენებიც რომ დაგიღერონ, რვალივით ნახურვალი, ნუ გაჩუმდებით, გეძახონ გიჟი და ენამყრალი! ტაძრადშობილი გახდებით ვიდრემდე ნასაყდრალი, ვიდრემდე ჩამოინგრევით, ვით ძველი კათედრალი, ვიდრე გამოგწვავთ სირცხვილი - ეს ცეცხლი ჩაუმქრალი, ხმა ამოიღეთ, ქალებო, ხმა ამოიღეთ, ქალებო, ქალებო, დაიმახსოვრეთ, თქვენ არ მიგიძღვით ბრალი!
P.S. *ფრთიანი ვირი - ბურაქი ანუ ზოგჯერ ალ ბურაქი, (ინგლ, გამოთქმა) , რომელსაც იცნობს ყურანი, მუჰამედის მოგზაურობის ერთი მცირე ეპიზოდით. მასზე გაცილებით ადრე ფრთიან ვირს იცნობს ინდური კულტურა. ილუსტრაცია - ტაჯ მაჰალის ტაძრის მხატვრობის ფოტო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. https://www.interpressnews.ge/ka/article/750822-levan-ioseliani-kveqanashi-kalta-mimart-zaladoba-da-chagvra-ertxel-da-samudamod-unda-dasruldes https://www.interpressnews.ge/ka/article/750822-levan-ioseliani-kveqanashi-kalta-mimart-zaladoba-da-chagvra-ertxel-da-samudamod-unda-dasruldes
4. მადლობა მუხა! მანდ როგორც ავტორმა, ცოტა წავითამაშე, რითმად ქართველი მკითხველი ინერციით ელოდება სიტყვას ლექსი( სექსი- ლექსი) , მე კი ოთხი რითმით ისე ჩავიყვანე ექვსი, კექსი, სექსი - სუბოტექსამდე, რომ მოლოდინი გავუცრუე. ეს - ერთი ასეთი რიტორიკული ხერხია. მადლობა მუხა! მანდ როგორც ავტორმა, ცოტა წავითამაშე, რითმად ქართველი მკითხველი ინერციით ელოდება სიტყვას ლექსი( სექსი- ლექსი) , მე კი ოთხი რითმით ისე ჩავიყვანე ექვსი, კექსი, სექსი - სუბოტექსამდე, რომ მოლოდინი გავუცრუე. ეს - ერთი ასეთი რიტორიკული ხერხია.
3. ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი. გამოცდილები ამბობდნენ, წყვილს არიგებსო სექსი, ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი
მთლიანობაში მომეწონა , მარა უფრო ეს. ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი. გამოცდილები ამბობდნენ, წყვილს არიგებსო სექსი, ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი
მთლიანობაში მომეწონა , მარა უფრო ეს.
2. მადლობა მუხა! ,სუბოტექსიანი” მოგეწონა? ზემოდან მეხუთე ეგ გამოდის. რა ვიცი, ერთი ჩვეულებრივი სტროფი მგონია. ალბათ უცზო თვალით ჯერ ვერ ვხედავ. მე მომწონს ფინალი. ავტომატის ჯერივით რომ მოდის და მოდის რითმები. იცი, რა მქონდა ჩაფიქრებული. ფოიერვერქის თუ “ფაიავერქის”( ინგ) დროს, პიროტექნიკას რომ უშვებენ, დრო და თამნმიმდევრობა ხომ დაგეგმილია და ყველა შუშხუნა ვერ მისდევს წესს თავის დროზე. რაკი გამოუყენებელი შუშხუნების შენახვის უფლება არა აქვთ, სულ ბოლოს ერთი ბათქა- ბუთქია , ყველაფერს ერთიანად ცლიან! ეს ეფექტი მინდოდა მქონოდა. მადლობა მუხა! ,სუბოტექსიანი” მოგეწონა? ზემოდან მეხუთე ეგ გამოდის. რა ვიცი, ერთი ჩვეულებრივი სტროფი მგონია. ალბათ უცზო თვალით ჯერ ვერ ვხედავ. მე მომწონს ფინალი. ავტომატის ჯერივით რომ მოდის და მოდის რითმები. იცი, რა მქონდა ჩაფიქრებული. ფოიერვერქის თუ “ფაიავერქის”( ინგ) დროს, პიროტექნიკას რომ უშვებენ, დრო და თამნმიმდევრობა ხომ დაგეგმილია და ყველა შუშხუნა ვერ მისდევს წესს თავის დროზე. რაკი გამოუყენებელი შუშხუნების შენახვის უფლება არა აქვთ, სულ ბოლოს ერთი ბათქა- ბუთქია , ყველაფერს ერთიანად ცლიან! ეს ეფექტი მინდოდა მქონოდა.
1. მომეწონა, უფრო მეხუთე კუპლეტი. მომეწონა, უფრო მეხუთე კუპლეტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|