ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2023


პაპილონური - I

ნინო დარბაისელი

1. პაპილონი

რა სჯობს -
ვიდრე ხარ,
დასტრიალებდე,
ზედ ეჯდე ყვავილს,
თუ ჭუპრად ჩაკვდე?

2.  ერთი ყვავილი

დაახრჩობს ყლუპი …
და რას ტირის
ამ უწვიმობას!

3. მიტოვებული

მისი ხმა მესმის
და ტკივილი
შიგ გულში გააქვს!

4. აბლაბუდაში გაბმულის ეპიტაფია

ერთიღა  მოასწრო, ,,ვახ, შენიცო “ და
ბადეში გაბმული  ვინ შეიცოდა?
სისხლგამოწოვილმა ეს თქმა იცოდა:
“ყვავილი ბევრია, ჩვენა ვართ ცოტა!”

5. ბაქიობა

დავფრინავ კარდაკარადა,
სხვა პეპლებში მე ვარ ლომი.
პაპილონი კი არა და,
უნდა მერქვას პაპილომი!

6.  მოგერიება

ეს ნაპეპლარი დამირჩა ბუდე.
მოვიდა  ხვლიკი, ალაგ ვერც ხია.
ისევ იქაა, რაც შიგ შევუდე:
- ერთი - ჭია და ორი - კვერცხია!

7. პაპილონს - ყვავილისაგან

რა გინდა, მწერო?
სულ გინდა, მწერო,
მწერო და მწერო?!

8. ნარცისისტს

ვიყავი
კვერცხი,
მუხლუხო,
ჭუპრი, 
გავხდი  - იმაგო.
ახლა მოგინდა
კოლექციისთვის ნემსით მიმაგო?


9. ტკბილი ბაღჩისა

ლეღვი  რად ამბობს:
- ჩამომეხსენი?
მინდა, სიმწიფით გადამსკდარის
ვჭამო მე ხსენი!


10. მსხმოიარისა

ეს რამოდენა გასხია, მსხალო!
ხილს დიდმუცელას
ვერსაიდან ვერ მივუდექი.


11. შიში

დამაფრთხობელი
გასხლტომა ხვლიკის,
ნიავში ჩალის აფაჩუნება!

12. მწერ-დამწერელთა

ციცინათელა?! -
- ანათებს ბნელში,
როცა ვისვენებთ.
დღის სინათლეში -
არის ერთი უგვანი მწერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს