ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2023


შენც კალმით ნახატს გადარებ

ბევრი გოგონა მიყვარდა, -
სუყველა კალმით ნახატი,
მაგრამ ჯერ სიყვარულისთვის
არ მომიხდია სახადი.

შენც კალმით ნახატს გადარებ,
შეგარგოს სადილ-სამხარი,
მაოცებ, როგორც შორენა,
ან როგორც ვარდისახარი.

ვწერთ... მდიდრები ვართ მშობლიურ
ენით, ხალხით და ამ მხარით...
ჩვენს მოყვასთ დიდხანს სიცოცხლე,
ავის მოსურნეთ - ლახვარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები