ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 აპრილი, 2023


Борис Пастернак – Импровизация

ბორის პასტერნაკი - იმპროვიზაცია

დამშეულ ბოლუქს კლავიშების, ვაპურებ პეშვით,
ფრთების ფართქუნით და ყაშყაშით მტაცებენ ნამცეცთ,
ცერზე დამდგარი, ხელგაწვდილი, დაღლილი ვხვნეში, 
ელამუნება შიშველ იდაყვს სალუქი ღამე. 

ამ უკუნეთში წყალსატევის შევყურებ ზვირთებს,
„მე თქვენ მიყვარხართ“ ჯიშის ჩიტთა დამჩხავის ჯგუფი,
უმალ მოგკლავენ, მოკვდებიან შიმშილით ვიდრე,
ნისკარტმაგარა ფრინველები, ელფერით ქუფრის.

ტბორის მიდამო, შუაღამის სიბნელე შავი,
დავაცქერდები კუპრით სავსე დაგზნებულ პინებს,
ნაპირზე გდია ზვირთისცემით დახრული ნავი,
ალიაქოთი გაუმართავთ იდაყვთან ფრინველთ.

კუნაპეტ ღამეს გამოივლებს ვრცელ ხორხში ტბორი;
სანამ ბახალას არ გააძღობს რუდუნი დედლის,
უმალ დაგკორტნის, ვიდრე შეწყვეტს რულადას ბორგვით
დედა ფრინველი, მოყაშყაშე, მოგრეხილ ყელით.

4 აპრილი, 2023 წ.


Борис Пастернак – Импровизация

Я клавишей стаю кормил с руки
Под хлопанье крыльев, плеск и клекот.
Я вытянул руки, я встал на носки,
Рукав завернулся, ночь терлась о локоть.

И было темно. И это был пруд
И волны.- И птиц из породы люблю вас,
Казалось, скорей умертвят, чем умрут
Крикливые, черные, крепкие клювы.

И это был пруд. И было темно.
Пылали кубышки с полуночным дегтем.
И было волною обглодано дно
У лодки. И грызлися птицы у локтя.

И ночь полоскалась в гортанях запруд,
Казалось, покамест птенец не накормлен,
И самки скорей умертвят, чем умрут
Рулады в крикливом, искривленном горле.

1915 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები