ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2009


სან - ილუზია

სან
მე ილუზიაში ვცხოვრობ,
ვშლი რეალობას, ან რეალობა მშლის მე და
ვქმნი აბსურდს, ქაოსს.
ამნეზიაც მაქვს.

ვიგონემ ყველაფერს რაც ჩემს გარშემოა,
ვთხზავ ათასგვარ ისტორიებს და
ჩემივე გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობ.
აქ მეც გამოგონილი ვარ
მხოლოდ შენ ხარ რეალური,
ხელშესახები,
მაგრამ შორს ხან და
ხანდახან ისე მიჭირს გიგრძნო,
რომ მერე შენც გიგონებ,
გთხზავ და ჩემთან გიტოვებ
ეგოისტი ვარ სან,
უჩემოდ ვერ გიმეტებ.

არვიცი სადაა საწყისი და სად დასასრული,
არვიცი რომელი გზა ავირჩიო იმიტომ რომ
არ მაქვს არჩევანის საშუალება და
აქ
მხოლოდ ერთი გზაა,
ირეალური.

სან
ეგოისტი ვარ
ჩემს სამყაროში შემოგიტყუე და
ვერ გთმობ,
ჩემს არსებობად იქეცი,
შენამდე მოსვლის სურვილით გაიჟღინთა
არ არსებული კედლები
და ვქმნი ილუზიებს.


შენ მართალი ხარ,
მე ილუზიაში ვცხოვრობ და
აქ ყველაფერი გამოგონილია,
მეც გამოგონილი ვარ
ეს შენ ხარ მხოლოდ რეალური და
ხანდახან შენც გიგონებ,
მაშინ, როცა ,
ძალიან მშორდები,

სან...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები