შენი ჭრილობის ხელა, ჩემი იარის ტოლი, ვიდექი მარტოხელა, გიძღვნიდი ეპისტოლეს.
შენ ალბათ ანთებ ბუხარს, ფერი გაქვს ალიბუხრის, ისევ მესტუმრე წუხელ, სიზმრად მგალობელს მწუხრის.
ჯიბეში ავგაროზით, გითვლიდი ალბატროსებს, ისე გიყოფდი სუნთქვას, როგორც ზღვას ყოფდა მოსე.
როცა შტორმი და ქარი ვერ იკავებდა ქავილს ტალღებთან ვდებდი ყაიმს ვიხდიდი თავის ქალებს.
მეცვა ცა - მჭიდრო კანი ვარსკვლავთა მჭიდი - აკნე ვერ ვიკავებდი ქავილს იდგა შტორმი და ქარი...
იწვის ჭადარი, მუხა, ტირიფებია უხვად, დაწვავ ნეკერჩხლის ნუსხებს, სანამ მუხბედ მყავს სუსხი,
და სანამ ანთებ ბუხარს, (ფერი გაქვს ალიბუხრის), მე გითვლი ალბატროსებს ჯიბეში ავგაროზით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ალბათ, უფრო სხვა განწყობის მკითხველისთვის არის ეს ლექსი.
ალბათ, უფრო სხვა განწყობის მკითხველისთვის არის ეს ლექსი.
4. მუხა იწვისო? ხომ მშვიდობაა მუხავ? :)
გითვლი ალბატროსებს დათვლა იგულისხმება თუ შემოთვლა თუ შემოთვლა, მაშინ ვარიანტად: გიგზავნი ალბატროსებს ჯიბეში ავგაროზით
მე ძალიანაც ვერ მოვიხიბლე ლექსით, მაგრამ სამაგიეროდ სხვებს მოეწონათ ნორმალური ლექსია მუხა იწვისო? ხომ მშვიდობაა მუხავ? :)
გითვლი ალბატროსებს დათვლა იგულისხმება თუ შემოთვლა თუ შემოთვლა, მაშინ ვარიანტად: გიგზავნი ალბატროსებს ჯიბეში ავგაროზით
მე ძალიანაც ვერ მოვიხიბლე ლექსით, მაგრამ სამაგიეროდ სხვებს მოეწონათ ნორმალური ლექსია
3. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
2. კარგია და თანაც როგორი კარგი. სლალომივით ჩამასრიალა ლექსმა ბოლომდე, შესანიშნავი ტექნიკით. 5 კარგია და თანაც როგორი კარგი. სლალომივით ჩამასრიალა ლექსმა ბოლომდე, შესანიშნავი ტექნიკით. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|