ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2009


არაჩემებრად დაწერილი ჩემებრი

სიჩუმე ხმაურში,
მარტისეული სითბო
ცოცხალი ნატურით.
აბალახებული სევდა
და ფესვებში ჩატოვებული ღიმილი.

სახლებზე ქუდად დაფენილა
ღრუბლის ნაფლეთი.
უხმოდ ვუმღერი
ნაბიჯის ხმას,
მკვიდრად ჩარჩენილს.
ყოველდღე მიწევს შენს
სახლის წინ ცრემლებით ჩავლა,
მონატრებულის მონატრებად
ქცევა და დაღლა...
ნაოცნებარი ჩვენი ბავშვის
სითბოსაც კი ვგრძნობ,
ირეალური რეალურად
მინდა ვაქციო.
ყოველდღე ძველი დავივიწყო
ახლით დავიწყო.
შენი ფერება არ მახსოვდეს
ახლა გამითბო
-გული ტკივილით გაჟღენთილი
მინდა გამიშრო,
მინდა ღიმილებს გავუკვალო
ციცქნა ბილიკი...
მინდა რადგანაც ბრალი
შენთან მე არ მიმიძღვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები