ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2009


ნუ მეტყვი !!!

                                                      (ციკლიდან: მოხეტიალე)


ნუ მეტყვი, ბავშვობამ ჩაგვიარა,
დრომ ვერ გაგახუნა ჩემს თვალებში,
სოფელი დაბერდა, დაჩიავდა,
წლებმა მოიმწყვდია ბერწ მკლავებში.
და მაინც დავითვლით ანარეკლებს,
ღამით, ვესტუმრებით თუთის ხეებს,
მთვარე, კომეტებს რომ გაახელებს,
გიჩემებ, შეგიბამ ქარვა-ყელზე.

ნუ მეტყვი, რომ არ ღირს დაბრუნება,
ისევ ძველებურად მეჩქარები,
არ მინდა, არ მინდა გაჩუმება,
სურვილებს ვერაფრით ვემალები.
განცდები ძალიან ჩემიანი,
გრძნობები სასწორზე იცი, დავდე,
მომბეზრდა ქარივით ხეტიალი,
აპრილთან ვიცეკვებ სიკვდილამდე.

ნუ მეტყვი, ამინდმა გამაბრუა,
ჩვილივით ,,მიტატებს" გაზაფხული,
ცამ ქუდად წვიმები დამახურა,
მზე დარჩა ღრუბლებში განაბული.
კატები ათრევენ მარტის კაბას,
ხასიათს სულ უბით დავატარებ
და მაინც, შფოთიანს თუკი მნახავ,
ტკივილებს ვერაფრით დამაბრალებ.

ნუ მეტყვი, სიტყვები არ მჭირდება,
თვალებში ,,მინახავ" შემოდგომად,
გიამბო, დღეს არა, ხვალ იქნება...
დავტოვო სიცრუის ჩერო ობლად.
ყვავილებს კვირტები თოვლად უჩანს,
ვეშვები მეც თავქვე, წყარო-ბარში,
ჩამკიდე ხელი და ცოტა უკან,
დავბრუნდეთ კამკამა ბავშვობაში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები