| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2023 |
ფ ი ქ რ ე ბ ი ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი
მოველ ფეხშიშველ ცაცხვების ახლოს მეტი რა გითხრა ჩამოვიმუხლე, ქარი ფარფატებს მოუსვენარი და ვრწმუნდები რომ დაღლა არ იცის, ყვავილის სურნელს სიამე მოაქვს და ვეძებ თვალით ჩიტს აქ რომ გალობს, გაზაფხულს ხელი მინდა ჩავავლო, რადგან ვიცი რომ ის არ დამიცდის,
შენზე ფიქრი და თან მონატრება, ხან ქარივით რომ შემომიჩნდება, ეს ხეივანი ცაცხვის და ვარდის, ვერ წარმოიდგენ როგორ მამშვიდებს, ჩემს ფიქრებს მათან ვაპურებ მისვლით და არაფერი ღიმილის გარდა, ასე მგონია სულმარტო მათთვის, თუ წარმოვადგენ ალბათ ნაშვილებს,
ქარი მუდმივად წრეს არტყავს ჩემთან და გამუდმებით ჩამძახის ისევ, შენ მიგატოვეს, ან კი თავად შენ, ვიღაც უარყავ ჩანს ღირსეულად, რადგანაც შენში სინანული და ტკივილი სულის უკვე გადარჩა, სიყვარულისთვის დაბადებული, ღირსების გამო დახვალ ეულად
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. უდიდესი მადლობაძვირფასო ქალბატონო მანანა, ასეც ხდება, დახვალ სულ სიყვარულით და ეს ბევრს არ მოსწონს, ბევრი ზუსტი გადმოსახედიდან არიყურება,ზოგს სიყვარულის ისე გაგება უჭირს რიგორსაც გასცემთ და არსებობს უამრავი მომენტი, როცა დაუმსახურებელია შენს მიერ გაცემული სიყვარული და ღირსებასაც კი მცირედ შეიძლება შეეხოს შემლახველი თვალსაზრისით, მაგრამ როცა ასეთი ხარ და გამოსავალი არის ერთი გაეცალო ადამიანებს სიახლოვიდან ვინც არასწორად გაიგებს რაიმეს, თუ კეთილად და მზრუნველად გიყვართ და მერე აღარ სჭირდებით და ასე ხშირად ხდება, უკვე მიდიან ადამიანები შენი ცხოვრებიდან. სამწუხაროდ ასეთი დამოკიდებულებები ხშირია, დღეს ვინც გჭირდება, აღარ გაინტერესებს გუშინ ვინც გადაგარჩინა, ხვალ თუ სხვა დაგჭირდება, დღეს ვინც გამოიყენეს უცებ ივიწყებენ და ასე ცხოვრობენ სისტემატიურად გარკვეული სტილის ადამიანები და ამაზეა საუბარი
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი უდიდესი მადლობაძვირფასო ქალბატონო მანანა, ასეც ხდება, დახვალ სულ სიყვარულით და ეს ბევრს არ მოსწონს, ბევრი ზუსტი გადმოსახედიდან არიყურება,ზოგს სიყვარულის ისე გაგება უჭირს რიგორსაც გასცემთ და არსებობს უამრავი მომენტი, როცა დაუმსახურებელია შენს მიერ გაცემული სიყვარული და ღირსებასაც კი მცირედ შეიძლება შეეხოს შემლახველი თვალსაზრისით, მაგრამ როცა ასეთი ხარ და გამოსავალი არის ერთი გაეცალო ადამიანებს სიახლოვიდან ვინც არასწორად გაიგებს რაიმეს, თუ კეთილად და მზრუნველად გიყვართ და მერე აღარ სჭირდებით და ასე ხშირად ხდება, უკვე მიდიან ადამიანები შენი ცხოვრებიდან. სამწუხაროდ ასეთი დამოკიდებულებები ხშირია, დღეს ვინც გჭირდება, აღარ გაინტერესებს გუშინ ვინც გადაგარჩინა, ხვალ თუ სხვა დაგჭირდება, დღეს ვინც გამოიყენეს უცებ ივიწყებენ და ასე ცხოვრობენ სისტემატიურად გარკვეული სტილის ადამიანები და ამაზეა საუბარი
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი
3. "სიყვარულისთვის დაბადებული, ღირსების გამო დახვალ ეულად"
რატომ? სიყვარული და ღირსება ერთად ვერა?
"სიყვარულისთვის დაბადებული, ღირსების გამო დახვალ ეულად"
რატომ? სიყვარული და ღირსება ერთად ვერა?
2. მოგესამმებით მუხა, უდიდესი მადლობა, მოგესამმებით მუხა, უდიდესი მადლობა,
1. ნექტარი მომწონს თქვენი პოეზია , 'ადამიანურ გრძნობებთან ჭიდილი.
სიყვარულისთვის დაბადებულმა, ღირსების გამო უნდა იაროს ლაღად. ნექტარი მომწონს თქვენი პოეზია , `ადამიანურ გრძნობებთან ჭიდილი.
სიყვარულისთვის დაბადებულმა, ღირსების გამო უნდა იაროს ლაღად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|