ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2023


ერეკლე მეორეს

#ეტიუდები

შემახსენა

ნინო დარბაისელი

ერეკლე მეორეს

საკვირველია, მეფეო, შენგან მომხვდურთა ძლევანი,
ნიადაგ ყოფნა ომშიგან, ნიადაგ ხმლისა ქნევანი,
მოკეთის გამოლევა და მტერ-ჭირთა - არდალევანი,
წაღმა ნაკეთთა საქმეთა  - უკუღმა “გამოკვლევანი”,
შთამომავლობის შენისა ასეთი გამოყლორტება:

ერეკლე - მოღალატეა, ქვეყნის ერთგული - ლევანი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები