ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 ივნისი, 2023


William Butler Yeats – When you are old

უილიამ ბატლერ იეიტსი - როს დაბერდები...

როს დაბერდები, თმაჭაღარას ბუხართან ძილი
მოგესურვება, წაიკითხე დინჯად ეს წიგნი
და ნეტარებით მოილანდე, როგორი ბრწყინვით
კრთოდნენ თვალები, გაიხსენე მათი ღრმა ჩრდილი;

აჯადოებდი სილამაზით უამრავ მნახველს,
გეტრფოდა ყალბად, ან ნამდვილად, გულლაღიც, მკაცრიც,
პილიგრიმულ სულს აღმერთებდა თუმც ერთი კაცი,
უყვარდა შენი ცვალებადი მწუხარე სახე;

თვალმიბლეტილმა, გადახრილმა ცეცხლისკენ, წყნარად
წარმოთქვი სევდით, სიყვარულმა რა მალი სრბოლით
ჩამოგიცილა, გადალახა მწვერვალთა თოვლი
და სამუდამოდ მიაშურა ვარსკვლავთა კარავს.

5 ივნისი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/43283/when-you-are-old

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები