ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2023


საქვრივო

ნინო დარბაისელი

საქვრივო

ქვრივების სია ჩამომიწერია,
ეს  - ჩემი ძველი რვეულია.
ვისაც ქვრივობა უწერია,
უკაცოდ გადარეულია.

ქვრივებო, თითო კაცი გაიჩინეთ,
ცუდია ვნებათა შეკავება.
რამდენიც გინდათ, გაიცინეთ,
მე  - ფიქრით რული აღარ მეკარება!

კაცი საიდან-ღა მოიყვანოთ?
მიიხედ-მოიხედეთ, გაინძერით!
სხვებმა, როგორც გინდა, იყაყანონ,
ჭორებიც დაგიყარონ, წესით ძველით!

თორემ ეს ცხოვრებაც გაილია,
ვნებას დაუხარჯავს  - ცოდვა მოაქვს.
თავს თავად მიხედეთ,  იოლია!
ხედავთ, ირგვლივ რა მკაცრი მიდამოა?!

ქვრივებო, ნურავის გადაჰყვებით,
არავინაა დამნახავი,
შავებში ნუღარავის ენახვებით,
სიმარტოვეში ნუღარ ხავით.

რაც იყო, წავიდა, წარსულია,
ახლა სიცოცხლეა - თქვენი ვალი!
ვის უნდა,  საბოლოოდ, ძე  თუ ასულია,
ეგ თქვენი გამოხედვა შეუვალი?

დრო გავა, არავის დასჭირდებით,
თავის გზას მონახავს მალე ყველა,
გასაცოდავდები მარტო გდებით,
თუ გვერდით შენ - შენი  არ გეყოლა!

ოღონდაც იფრთხილეთ, შეკედლებით -
- თქვენს კარზე არავინ მიიჩვიოთ!
ჯერ თავს მოუარეთ, შეედრებით
ბრიყვს. მეტი რა გითხრათ, რა გირჩიოთ!

ქვრივებო, მარტო ნუ დარჩებით,
მარტოქალს სჯობია ყველაფერი,
ქვრივებო, დაიხსომეთ რჩევა ჩემი
და კაცი მოიძიეთ შესაფერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები