უილიამ ბატლერ იეიტსი - ლედა და გედი
გრუხუნი მეხის: მძლავრი ფრთების ფართქუნი გედის თავზარდაცემულ გოგოს ზევით, თეძოთა სრესა ტერფთა აპკებით და ნისკარტით დაჭერა ქედის, უმწეო მკერდის ჩახუტება გულმკერდით, კვნესა.
დუნე თეძოდან შეუძლიათ მთრთოლვარე თითებს ფრთოსნის დიდების უკუგდება, ხელის კვრა კიცხვით? ძალუძს კი სხეულს გაუმკლავდეს თეთრ გზნების ზვირთებს და ვერ შეიგრძნოს უცხო გულის ფანცქალი ფიცხი?
ცახცახი წელის - ჟრუანტელი, შობს ხანძარს ურვის, დაანგრევს ტროას, გადაბუგავს მის ყოველ მაღლობს, აგამემნონი იწვნევს ცოლის ღალატის ისრებს;
გედადქცეული როცა ზევსი იკლავდა სურვილს, მომავლის ჭვრეტის ჩაუნერგა მეცხედრეს ალღო, ვიდრე ნისკარტი მოაშორა გულგრილად კისერს?
20 ივნისი, 2023 წ.
გედადქცეული ზევსის ლედასთან თანაყოფის შედეგად იშვნენ მშვენიერი ელენე და მისი და კლიტემნესტრა, რომელმაც ქმარი - ტროას ომის გმირი აგამემნონი საყვარელს მოაკვლევინა.
William Butler Yeats - Leda and the Swan
A sudden blow: the great wings beating still Above the staggering girl, her thighs caressed By the dark webs, her nape caught in his bill, He holds her helpless breast upon his breast.
How can those terrified vague fingers push The feathered glory from her loosening thighs? And how can body, laid in that white rush, But feel the strange heart beating where it lies?
A shudder in the loins engenders there The broken wall, the burning roof and tower And Agamemnon dead. Being so caught up,
So mastered by the brute blood of the air, Did she put on his knowledge with his power Before the indifferent beak could let her drop?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "გედადქცეული როცა ზევსი იკლავდა სურვილს"- ეს ფრაზა კარგია რომ განმარტეთ: რის გამო ითქვა თარგმანში , თორემ გაუგებარი დარჩებოდა ჩემთვის მადლობა. "გედადქცეული როცა ზევსი იკლავდა სურვილს"- ეს ფრაზა კარგია რომ განმარტეთ: რის გამო ითქვა თარგმანში , თორემ გაუგებარი დარჩებოდა ჩემთვის მადლობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|