უილიამ ბატლერ იეიტსი - ის იხსენებს თავის გარდასულ დიდებას, როცა ცის თანავარსკვლავედთა შორის იყო
მარადიული სიჭაბუკის ქვეყნის ვსვი ლუდი, რადგან ყოველი შევიმეცნე, ამიტომ ვბღავი: ვიყავი თხილის ვეება ხე - გუთანი მრუდი, ვარსკვლავი გეზის წინამძღოლი, შუქურა ღამის,
უხსოვარ დროის წინ ეკიდნენ ჩემს რტოთა შორის; ვიქეცი ლერწმად, გავიქელე ფლოქვებით ცხენის, ახლა ვარ კაცი, მოშუღარი ქარების ბორგვის, ვერ ვეღირსები, კარგად ვიცი, ჟრუანტელს ხვევნის,
მოსიყვარულე ბაგის კოცნით შარბათის სიტკბოს, ვიდრე არ წავალ გარდაცვლილი კურთხეულ მხარეს; უდაბნოს მხეცო და ჰაერში მფრინავო ჩიტო, სასიყვარულო დაძახილით გულს მიჩხვლეტთ მწარედ.
28 ივნისი, 2023 წ.
„მარადიული სიჭაბუკის ქვეყანა“ - კელტური მითოლოგიით ღმერთების და გარდაცვლილთა ნეტარი სულების სავანე. თხილის ხე - კელტებში ითვლებოდა სიცოცხლის (შემეცნების, ზეციურ) ხედ. „მრუდი გუთანი“ - კელტები ასე უწოდებდნენ დიდი დათვის თანავარსკვლავედს. „წინმძღოლი (მესაჭე) ვარსკვლავი“ - პოლარული ვარსკვლავის თიკუნი კელტებში.
William Butler Yeats - He Thinks of His Past Greatness When a Part of the Constellations of Heaven
I have drunk ale from the Country of the Young And weep because I know all things now: I have been a hazel-tree, and they hung The Pilot Star and the Crooked Plough
Among my leaves in times out of mind: I became a rush that horses tread: I became a man, a hater of the wind, Knowing one, out of all things, alone, that his head
May not lie on the breast nor his lips on the hair Of the woman that he loves, until he dies. O beast of the wilderness, bird of the air, Must I endure your amorous cries?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანია. კარგი თარგმანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|