ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 ივლისი, 2023


William Butler Yeats - The Ragged Wood

უილიამ ბატლერ იეიტსი - უღრანი

ტევრის ჩუხჩუხა ჩხატისკენ წადი,
ირმების წყვილის გაისმის ქშინვა,
მთრთოლვარებს წყალზე ორივეს ლანდი,
არ ყვარებიათ ჩვენსავით წინათ!

გესმის ოდნავი ფაჩუნი ზეცის
ამაყ დედოფლის ვერცხლოვან მესტის,
მოისირმება როცა მზით მრეცი?
ერთმანეთს ასე არავინ  ეტრფის!

ეშურე უღრანს, სადაც ქუხს ჩხატი,
განვდევნი აშიკთ და მოვრთავ ბღავილს,
ყვითელთმიანო წილხვედრო ნატვრის,
არ ყვარებია ჩვენსავით არვის!

1 ივლისი, 2023 წ.


William Butler Yeats - The Ragged Wood

O, hurry, where by water, among the trees,
The delicate-stepping stag and his lady sigh,
When they have looked upon their images
Would none had ever loved but you and I!

Or have you heard that sliding silver-shoed
Pale silver-proud queen-woman of the sky,
When the sun looked out of his golden hood?
O, that none ever loved but you and I!

O hurry to the ragged wood, for there
I will drive all those lovers out and cry
O, my share of the world, O, yellow hair!
No one has ever loved but you and I.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები